''ასტონ ვილას'' კარში გატანილი გოლის შემდეგ, რომელმაც ''იუნაიტედს'' გამარჯვება მოუტანა, ადნან იანუზაის სურს, რომ გუნდში მისი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლოს.
ბელგიელმა სეზონის პირველ მატჩში ''ტოტენჰემთან' წინააღმდეგ მონაწილეობა ვერ მიიღო. ვან გაალმა კი უარყო ჭორები მისი გუნდიდან გაშვების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ პრესა აქტიურად წერდა იანუზაის ''სანდერლენდში'' გადასვლის შესახებ.
''ეს ჭორები იყო. მე ბედნიერი ვარ აქ და მინდა ვიბრძოლო ჩემი ადგილისთვის''- იანუზაი
"ინფორმაცია ჩემი გუნდიდან წასვლის შესახებ სრული ტყუილია. მე ვამაყობ იმით, რომ ვარ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. მე ვაპირებ, ვიბრძოლო სასტარო შემადგენლობაში მოსახვედრად" - განაცხადა ბელგიელმა manutd.com - თან ინტერვიუში.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვახერხე გამარჯვების გოლის გატანა. მე დიდი ხანი არ დავყავი მოედანზე, ამიტომ კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდი გამარჯვებამდე მივიყვანე. იმედი მაქვს, რომ მექნება მეტი სათამაშო პრაქტიკა და შემეძლება, გავიტანო უფრო მეტი გოლი"