ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი გლენ ჰოდლი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდება, გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს დავიდ დე ხეას გარეშე.
"ლუი ვან გაალმა არ იცის, თუ ვინ იქნება მისი ძირითადი მეკარე იმ შემთხვევაში, თუ დე ხეა კლუბს დატოვებს. მის გარეშე კი "იუნაიტედს" დასახული მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მათ მის შესანარჩუნებლად ბოლომდე უნდა იბრძოლონ."
"ნებისმიერ შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" დგანან უდიდესი დილემის წინაშე. მათ დაიწყეს სეზონი გამარჯვებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება სიტუაცია ერთი მატჩით შევაფასოთ. "