"იუნაიტედი" და ჟოელ პერეირა ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი კონტრაქტი შეათანხმა 21წლამდელთა გუნდის წევრ ჟოელ პერეირასთან.
19 წლის პერეირა 2012 წელს "იუნაიტედს" შვეიცარული კლუბ "ქსამაქსის" აკადემიიდან შეუერთდა.
მოთამაშემ თავის ოფიციალურ"Twitter"-ზე გააკეთა პოსტი, სადაც ეწერა, რომ ბედნიერია "იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჟოელი შვეიცარიაში დაიბადა, ის პორტუგალიის 17 წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ. გასულ წელს მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, რამეთუ "იუნაიტედის" რეზერვებთან ერთად გახდა 21 წლამდელთა პრემიერ ლიგის ჩემპიონი.
მიუხედავად განახლებული კონტრაქტისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჟოელის დებიუტი ძირითად გუნდში უახლოეს მომავალში შედგება, რამეთუ მას ისეთი მრისხანე კონკურენტები ჰყავს, როგორებიც დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ანდრეს ლინდეგაარდი, ვიქტორ ვალდესი და სემ ჯონსტონი არიან.
წყარო:
ESPN