ლუი ვან გაალის თქმით, ხავიერ ერნანდესი ბედნიერია "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნით. მისივე თქმით, მექსიკელი უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ უეინ რუნი მისთვის ნაცნობ, 10-იანის პოზიციაზე დაბრუნდება.
ჩიჩარიტო "იუნაიტედის" შემადგენლობაში "ტოტენჰემთან" მატჩში დაბრუნდა, თუმცა შეხვედრის განმავლობაში მას შანსი არ მისცემია.
ვან გაალის თქმით, ის არ განიხილავს შემოთავაზებებს მესიკელი ფორვარდის გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელიც არ დაბრუნდებოდა "იუნაიტედში", თუ მას ასე არ სურდა.
"ჩვენი მიზანია, რომ უეინ რუნიმ ითამაშოს ცენტრალურ თავდამსხმელად, მაგრამ მას ასევე შეუძლია "ათიანის" პოზიციიდან თამაში. ასე რომ, ჩიჩარიტოს აქვს შანსი, ითამაშოს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.
თუმცა, ჩვეულებრივ ,"იუნაიტედის" ძირითადი ფორვარდი უეინ რუნი იქნება, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ის შარშანდელი სეზონის მიღწევას გააუმჯობესებს და მინიმუმ 20 გოლს გაიტანს.
ახალგაზრდა ჯეიმს უილსონი "იუნაიტედის" მესამე ვარიანტია, რომელსაც შეუძლია ცენტრალური თავდამხსმელისა და გარემარბის პოზიციაზე თამაში. ვან გაალს ჰკითხეს, არის თუ არა უილსონი საკმარისად საიმედო, რათა "იუნაიტედის" მესამე ფორვარდის როლი მოირგოს.
"ის არ არის მხოლოდ საიმედო მესამე თავდამსხმელი. ის არის საიმედო გუნდისთვის და გუნდური ბალანსისთვის" - განაცხადა ვან გაალმა.