წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე, ლუი ვან გაალმა ნათელი მოჰფინა პედრო როდრიგესის ვითარებას, რომელსაც "იუნაიტედში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ჰოლანდიელის თქმით, ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
"თქვენ ეს კითხვა პედროს უნდა დაუსვათ. ჩემი პასუხი არის ტრადიციული- პროცესი, რომელშიც არის მოთამაშე, უკავშირდება მის კლუბს.
მე არ მსურს კომენტარის გაკეთება იქამდე, სანამ მისი (პედროს) ხელმოწერა არ იქნება საჭირო დოკუმენტებზე აღბეჭდილი. როცა ეს მოხდება, მე პირველი მოვალ თქვენთან და გეტყვით: "ჰეი, პერდო ჩამოვიდა !", მაგრამ ეს არ მომხდარა. ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები." - განაცხადა ლუი ვან გაალმა SkySports-თან ინტერვიუში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემაც გააკეთა:
"პედრო არის უჩვეულო და რთული სიტუაციაში. არსებობს გარკვეული წინადადება, მას დარჩენა სურს, მაგრამ, ამასთან ერთად, მას სურს უფრო მეტი სათამაშო დრო. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განვაგრძობ იმ მოთამაშეების არჩევას მატჩისთვის, რომლებიც იმ მომენტისთვის უკეთეს კონდინციებში იმყოფებიან."