მორგან შნეიდერლინი დარწმუნებულია, რომ ის მზად არის, ისეთ დიდ კლუბში სათამაშოდ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".
"მთელი ჩემი ცხოვრება ვმუშაობდი, რათა ასეთი გამოწვევისთვის მიმეღწია. ადრე მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა დიდ კლუბში, მაგრამ ფიზიკურად მზად არ ვიყავი. ახლა 25 წლის ვარ და მივიღე დიდი გამოცდილება, ასე რომ ,"იუნაიტედში" გადასვლა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ჩემს კარიერაში.
კლუბს ჰყავს კარგი შემადგენლობა და გააჩნია საუკეთესო ინფრასტრუქტურა. მჯერა, რომ მაქვს შანსი დავანახო ყველას, თუ რა შემიძლია.
აქ მოსვლიდან ოთხ კვირაში საფეხბურთო საქმიანობაში უფრო მეტი შევიტყვე, ვიდრე რვა წლიანი მოღვაწეობით "საუთჰემტპონში". ეს ფაქტი დაგეხმარებათ, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, თუ რაოდენ დიდი კლუბში ვიმყოფები.
ყოველ კვირას თქვენ გაქვთ შესაძლელობა, საკუთარი თავის წარმოსაჩენად ათასობით აუდიტორიის წინაშე, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ მთავარი საქმე - ფეხბურთის თამაში.
ჩემგან, ისევე როგორც "იუნაიტედის" სხვა მოთამაშეებისგან, მაყურებელი მუდამ განსაკუთრებულს ელის, მაგრამ ეს მე არ მაშინებს. დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე" - მნიშვნელოვანი მომენტია ჩემს კარიერაში.
მე ვახდენ კონცენტრირებას თამაშზე და მსურს გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა. რა თქმა უნდა, იდეალური თამაშიდან შორს ვიმყოფებით, მიუხედავად ამისა, გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს და სანახაობრივი თამაში ეტაპობრივად მოვა." - განაცხადა მორგან შნეიდერლინმა DailyMail.co.uk-თან ინტერვიუში.