''იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი, ვან გაალი აცხადებს, რომ იანუზაი კლუბს არ დატოვებს და ის ბედნიერია ვინგერთან მუშაობით.
იანუზაი სეზონის პირველ მატჩში ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ წითლების შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ვან გაალს კი პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რა სჭირდებოდა ბელგიელს შემადგენლობაში დასაბრუნებლად.
''მე მყავს უკვე 28 ფეხბურთელი და მე უნდა შევარჩიო ისინი ყოველ კვირას, ან ყოველ სამ დღეში.''- ვან გაალი.
''გასულ კვირას მე სხვა ფეხბურთელები ავარჩიე. ის აკეთებს თავის საუკეთესოს- ყველა ფეხბურთელი ასეა. მე არ მაქვს რაიმე პრეტენზია.''
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც იმედის თვალით უყურებს საკუთარ მანჩესტერულ გზას- ჩიჩარიტოა, თუმცა ''ტოტენჰემთან'' მატჩში ვერც მან შეძლო მონაწილეობის მიღება.
ვან გაალი: '' რუნი ფორვარდია და მეორე თავდამსხმელი ჩიჩარიტო გახლავთ. მან იცის ეს.''
შეკითხვაზე, იყო თუ არა იგი ბედნიერი მისი გუნდით, ვან გაალმა შემდეგი პასუხი გასცა: ''ჩვენი მიზანი ყოველთვისაა ის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი შემადგენლობა და როცა შესაძლებელია, ჩვენ ამას ვაკეთებთ.''
''მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიმატებთ ფეხბურთელს, თუკი მას გუნდის დახმარება შეუძლია.''