"ასტონ ვილასთან" გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ლუი ვან გაალმა კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"იქნება თუ არა ცვლილება? - არა. კლუბს მხოლოდ ფილ ჯონსი გამოაკლდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მას არ შეუძლია კლუბის დახმარება, მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცადოთ და დავაკვირდეთ, თუ როგორ წარიმართება მისი აღდგენითი პროცესი.
როხოს უფრო მეტი დრო სჭირდება ფორმის აღსადგენად, რადგან ის ყველაზე გვიან შემოუერთდა კლუბს. არგენტინელი პერიოდულად დღეში ორჯერ ვარჯიშობს და მე კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით, თუმცა მას უფრო მეტი დრო სჭირდება.
ვინ დაიკავებს მეკარის პოზიციას ? - როგორც უკვე ვთქვი, ცვლილებები არ იგეგმება. სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დე ხეას პრობლემები არ გამქრალა"