როგორც ESPN იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, "ევერტონის" ახალგაზრდა ინგლისელი მცველი, ჯონ სტოუნსი შეიძინოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ''ეშმაკები'' მზად არიან, ტრანსფერში ჯონი ევანსიც ჩართონ.
მანჩესტერული კლუბი იმედოვნებს, რომ ჯონი ევანსის ტრანსფერში ჩართვა და პლუს დამატებული ფული, მერსისაიდული კლუბისთვის უფრო მეტად ხელსაყრელი იქნება.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებოდა. წყაროების თანახმად, პრემიერ ლიგის ჩემპიონები დარწმუნებულები არიან, რომ მათ შეუძლიათ, საბოლოოდ გადაიბირონ 21 წლის ფეხბურთელი, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. ისინი შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ და ცდილობენ, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერიდან, რაც შეიძლება დიდი თანხა მიიღონ.
''ევერტონს'' არასოდეს აუკრძალავს 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვა და ''იუნაიტედი'' იმედონებს, რომ მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ეს წინააღმდეგობა მიზნის მისაღწევად, ამ სიტუაციაში მათ სასარგებლოდ.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ''ოლდ ტრაფორდს'' შეუძლია, შეთავაზება გააკეთოს, ტრანსფერში ჯონი ევანსი ჩართოს, ხოლო ''ჩელსის''- არა. ''ევერტონი'' უკვე დიდი ხანია იჩენს ინტერესს 27 წლის ფეხბურთელისადმი.
"ბარნსლის" აღზრდილი ფეხბურთელი 2013 წლიდან "ევერტონის" რიგებში ირიცხება. ძირითად გუნდში სტოუნსის დამკვიდრება რობერტო მარტინესის მოსვლის შემდეგ მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობდა ინგლისის 19, 20 და 21 წლამდელთა ნაკრებებში, 2014 წლიდან იგი ეროვნული ნაკრების წევრია.