ზაჰა მზად არის პრემიერ ლიგაში სათამაშოდ.
ზაჰა შესაძლოა პრემიერ ლიგაში იანვარში ვიხილოთ...
20 წლის ინგლისელის მიმართ დაინტერესებას იჩენს "მანჩესტერ იუნაიტედი", ასევე "არსენალი" და "ტოტენჰემი". ზაჰას თქმით, უკვე დროა მან საკუთარი თავი გამოცადოს მაღალ დონეზე...
"მე თინეიჯერი აღარ ვარ" - განაცხადა ზაჰამ.
ზაჰამ უკვე ითამაშა 100 თამაში პირველ გუნდში და ეს წელი განსაკუთრებული იყო მისთვის და მისი კარიერისთვის. ამიტომაც, მას სურს გამოცადოს საკუთარი თავი პრემიერ ლიგაში.
"მე ვითამაშე ჩემპიონშიპში დიდი ხანი, ასე რომ დროა პრემიერ ლიგაში ვითამაშო, სადაც ყველას სურს გახდეს საუკეთესო." - განაცხადა ზაჰამ...
"რაც ყველაზე კარგია, თუ რომელიმე კლუბს მოუნდება ჩემი შეძენა და "კრისტალ პალასიც" თანახმა იქნება, მე სიამოვნებით გადავალ პრემიერ ლიგის კლუბში" - ზაჰა.
"ზოგიერთი ჩემი მეგობარი, რომელიც უკვე პრემიერ ლიგაში თამაშობენ ყოველთვის მეხუმრებიან, რას აკეთებ ამდენი ხანი ჩემპიონშიპშიო, თუმცა მე საფეხურებს გავდივარ." - განაცხადა ზაჰამ...
და ბოლოს მან დასძინა, რომ ისწავლა ბევრი ჩემპიონშიპში და დროა გამოცადოს პრემიერ ლიგის სირთულეები.
წყარო:
"სქაისპორტი"