21-ე საუკუნის უდიდესი კერპი და მსოფლიო იმპერატორი - კომპიუტერი და სოციალური ქსელები დღეს უკვე მრავალ ინფორმაციას გვაწვდის. Sky Sports-მა ჩაატარა კვლევა, დაედგინა, თუ რომელ ინგლისურ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი ტვიტერ-მიმდევარი.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ლონდონის ''არსენალს'' 6.1 მილიონზე მეტი ტვიტერ-მიმდევარი ჰყავს. ისინი გულშემატკივართა ამ რაოდენობით ცხრილის სათავეში მოექცნენ.
მეორე ადგილს მათი მეზობელი ლონდონური კლუბი, ''ჩელსი'' იკავებს, 5.94 მილიონი გულშემატკივრის დამსახურებით. მაშინ, როცა ''მანჩესტერ იუნაიტედი'' მესამე ადგილასაა 5.78 მილიონი მიმდევარით, ორჯერ უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე მათ თანაქალაქელ მოწინააღმდეგე კლუბს- ''მანჩესტერ სიტის'' ჰყავს. ისინი მეხუთე ადგილს 2.6 მილიონი მიმდევრით იკავებენ.
კლუბების მიმდევართა რაოდენობა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, ორშაბათის მონაცემების მიხედვითაა აღებული.