ლუი ვან გაალმა ნათელი გახადა, რომ მემფის დეპაი ახალ, "ათიანის" პოზიციაზე იასპარეზებს.
"ეს არის ახალი პოზიცია მემფისისთვის და ის უნდა შეეგუოს ამას. ეშლი იანგი ძალიან კარგად გამოიყურება მარცხენა ვინგერის პოზიციაზე და ვერ ვხედავ მიზეზს, მისი სათადარიგოთა სკამზე გადასაყვანად, ასევე ვგეგმავ მემფისი "ათიანზე" გავამწესო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დროებითია.
დეპაის არაფერი განსაკუთრებული არ უჩვენებია "ტოტენჰემთან" მატჩში, მაგრამ ეს მთელ გუნდს ეხება. მან ჯერ კიდევ უნდა გაიგოს, თუ რა სიტუაციაში უნდა აიღოს თამაში თავის თავზე და რა სიტუაციაში ითამაშოს გუნდურად. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. მათ სურთ, რომ თავისი შესაძლებლობებით მაყურებელი აღაფრთოვანონ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, მომდევნო თამაში მემფისისთვის რთული არ იქნება" - ვან გაალის სიტყვებს ციტირებს "ManchesterEveningNews"