"მანჩესტერ იუნიატედის" ქომაგის ამაღელვებელი ღია წერილი დი მარიას .
ძვირფასო დოყლაპია, (El Fideo)
2014 წლის 26 აგვისტოს "იუნიატედის" ფანებს საკუთარი თვალების არ სჯეროდათ. კლუბმა შეძლო ხანგრძლივი სპეკულაციებისთვის წერტილის დასმა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშისა და მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავის გაფორმება. ბევრჯერ მწარედ დამცირებულმა და დაკნინებულმა ედ ვუდვორდმა შეძლო ინგლისის სარეკორდო ტრანსფერის განხორციელება 60 მილიონი ფუნტ-სტერლინგის სანაცვლოდ.
შენ მიისაკუთრე დიდებული 7 ნომრიანი მაისური. "ქპრ"-სთან მატჩში შესანიშნავი გოლით დაიწყე მანჩესტერული კარიერა და "ლესტერთან" ულამაზესი გოლით აღგვაფრთოვანე ყველა ჩვენგანი. ჩვენ გვჯეროდა, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელი. ჩვენ გვწამდა.
ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში , შენ დაასრულე დიდი ხნის განმავლობაში დამუქრებული ტრანსფერი "პსჟ"-ში. ჩახვედი კატარში (სადაც გუნდის მფლობელი ცხოვრობს) და იქ ჩასულს გეცვა მაისური, რომელზეც წერია 'BALR', რაც სლენგის ენაზე ფეხბურთელს ნიშნავს (FOOTBALLER), თუმცა შენს შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა, გცმოდა მაისური წარწერით "გამგირავებელი" (Bailer). მას შემდეგ სოციალურ ქსელში შენზე უამრავი დამცინავი ტროლი გამოჩნდა. მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომელიც ასახავდა გველს, რომელიც სამედიცინო შემოწმებას გადიოდა "პსჟ"-ს ბაზაზე, მეორე კი ქათმად გახასიათებდა.
დასრულებული ტრანსფერის შემდეგ შენ გამოაქვეყნე ბოდიშის წერილი, მაგრამ საეჭვოა, მართლა შენ დაწერე ის? შემდეგისთვის, გთხოვ, უთხრა შენს პიარ ბიჭუნებს, ვინც ეს წერილი დაწერა, ნუ მიგვიჩნევს ფანებს შტერებად და მომავლისთვის უკეთესი გამართლება მოუძებნონ შენს გადაბარგებას, რადგან ის ხერხი, რომლითაც გამართლებული იყო შენი ტრანსფერი, "იუნიატედის" ფანებს ძალიან გვაბრაზებს.
მიუხედავად იმისა, რომ შენ არ გქონდა დიდებული სეზონი გასულ წელს "იუნიატედში", გაიტანე რამდენიმე ძალიან ლამაზი გოლი და გააკეთე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საგოლე პასი (4 გოლი 11 ასისტი). ვის შეიძლება დაავიწყდეს ის დიდებული გადაცემა ხუან მატას მიმართულებით ენფილდზე?
...თუმცა შენი პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც შენი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ჩვენ გვესმის, რომ მენტალურად აღელვებული იყავი ამის გამო, მაგრამ არ დაგავიწყდეს, შენ პროფესიონალი ხარ. ამ შემთხვევით შემდეგ ათი იარდის მანძილზე ზუსტი პასის გაკეთებაც კი არ შეგეძლო. შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღე და გარკვეული დროით კიდევ უფრო ჩამოშორდი გუნდს.
როდესაც დაბრუნდი, "არსენალთან" ინგლისის ასოციაციის თასზე წითელი ბარათი მიიღე, რაც, როგორც ჩანს, საბოლოო ლურსმანი იყო კუბოში. ამის შემდეგ გუნდი კარგად ათამაშდა და შენი ადგილი მოედანზე ეჭვქვეშ დადგა. გარდა ამისა, როდესაც პრემიერ ლიგის ბოლო მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდი, სულ მალე კვლავ ტრავმა მიიღე და მოედანი ადრე დატოვე.
ამით დასრულდა შენი სეზონი. იმედგამაცრუებელია ! მაგრამ ფანებს მაინც გვჯეროდა შენი.
ჩვენ ყოველთვის გვჯერა, ესაა ჩვენი დევიზი ! დი მარია კატარში სამედიცინო შემოწმებაზე.
ახლა კი შეიძლება შენს თავს დაუსვა კითხვა, როდის დაკარგე ჩვენი მხარდაჭერა? - კოპა ამერიკის მიმდინარეობისას შენ თქვი, რომ პირველი სეზონი ყველა კლუბში რთული გქონდა, შემდეგ კი ბრუნდებოდი საუკეთესოს აკეთებდი. შენ თქვი, რომ იგივეს გაკეთება გსურდა "მანჩესტერ იუნიატედშიც".
შემდეგ რა მოხდა? სიურპრიზი ! სიურპრიზი ! - მოულოდნელად პარიზელებთან ამოყავი თავი. ისე, ამის მოლოდინი ნამდვილად უნდა გვქონოდა ფანებს. მთელი სეზონის განმავლობაში იწერებოდა, რომ თავის დროზე აუცილებლად "პსჟ"-ში წახვიდოდი, რომ არა ფეარ პლეის სანქციები პარიზული გუნდის მიმართ. "იუნიატედი" თავიდანვე მეორე არჩევანი იყო შენთვის. ჩვენ ნამდვილად შტერები ვიყავით, რომ გვჯეროდა შენი დარჩენის.
რადამელ ფალკაო, რაოდენ უღიბლოც არ უნდა ყოფილიყო ის, ნამდვილად ძალიან კარგ დახვედრას მიიღებს 28 დეკემბერს, როდესაც "ჩელსისთან" ერთად დაბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე". მას უნდოდა "იუნიატედში" დარჩენა, მას სურდა აქ წარმატების მიღწევა და ფეხბურთის ფანებს გვიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ მაქსიმუმს დებენ და ბოლომდე იხარჯებიან. მისმა მზადყოფნამ, რომ ეშრომა დაუღალავად მოიტანა ის, რომ სტრეტფორდ ენდში ყოველთვის დარჩება მისი საგალობელი : "ლო ლო ლო , რადამელ ფალკაო."
ფალკაომ დატოვა მსგავსი მოგონებები დიეგო ფორლანისა, რომელიც დღემდე სარგებლობს დიდი სიყვარულით "ოლდ ტრაფორდზე". ვის შეუძლია მისი გოლის დავიწყება "ლივერპულის" წინააღმდეგ? სამწუხაროა, რომ იმავეს თქმა შენზე არ შეგვიძლია. შენ არ გინდოდა აქ მონდომებით შრომა, შენ ენის სწალაც კი არ გიცდია მთელი წლის განმავლობაში და გაიქეცი პირველივე შესაძლებლობისას პარიზში, რადგან ვერ შეძელი ბრიტანულ ფეხბურთთან ადაპტირება.
ანხელ დი მარიას წარდგენა პარიზში კლუბის დირექტორთან ერთად. თუ ჩემპიონთა ლიგაზე გადაგვეყრები და "პსჟ"-სთან ერთად დაბრუნდები, ელოდე ,რომ აქ მიგიღებთ როგორც არამზადას , ისევე, როგორც კარლოს ტევეზი მივიღეთ. შესაძლოა, ჩვენი საკუთარი ფიდელიო არ იყოს იმდენად შეზიზღებული, როგორც კარლოს ტევეზია, თუმცა შენი ასპარეზობა, როგორც "იუნიატედის" ფეხბურთელისა, ეჭვგარეშეა, რომ მასზე ბევრად უარესი იყო. შენ პატივიც კი არ ეცი ნომერ შვიდიან მაისურს.
როგორც ფორლანი და ფალკაო, კარლოს ტევეზიც საოცრად მონდომებული იყო, რომელიც ცდილობდა თავისი მაქსიმუმის გაკეთებას და იგი იმდენად პოპულარული იყო მანჩესტერში, რომ "იუნიატედის" ქომაგები თვით ალექს ფერგიუსონსაც კი უსტვდენდნენ მაშინ, როდესაც მან კარლოსის უკანასკნელ მატჩში არგენტინელი მოედნიდან გაიყვანა. მის ბოლო მატჩში, ტევეზმა ქედი მოიხარა მაყურებლის წინაშე და ტაში დაუკრა მასზე შეყვარებულ გულშემატკივარს. იგივე გააკეთა ფალკაომაც. მიუხედავად იმისა, რომ ტევეზი "სიტიში" გადაბარგდა და ბანერი წარწერით "მშვიდად განისვენე ფერგი" აფრიალა, დღეს მის წინააღმდეგ მტრობა აღარ არსებობს.
შენი სატრანსფერო საგის მიმდინარეობისას, ვან გაალი ბევრმა ფანმა გააკრიტიკა გუნდში არაშრომისმოყვარე ფეხბურთელის მოყვანის გამო, რომელსაც უჭირდა ადაპტირება ინგლისურ ფეხბურთთან, ქვეყანასთან და ფანებთან. სინამდვილეში შენ იყავი BALR – 'Being A Little Rat' ("პატარა ვირთხა") .
პატივისცემით,
ერთ-ერთი ფანი, რომელიც შენს სახელს მღეროდა.
წყარო :
SportsKeeda.com