"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე, მარკ ბოსნიჩი მიიჩნევს, რომ დავიდ დე ხეას წასვლის შემთხვევაში კლუბმა არჩევანი უგო ლორისსზე უნდა შეაჩეროს და არა- იასპერ სილესენზე.
"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სილესენი გაამართლებს. მართალია, რომ იასპერმა კარგად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ მასში ვერ ვხედავ იმ თვისებებს, რაც "იუნაიტედის" ძირითად მეკარეს უნდა გააჩნდეს.
პრემიერ ლიგა ძალიან რთულია ლეგიონერებისთვის, მათ დიდი დრო სჭირდებათ ადაპტაციის გასავლელად. ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი სიტუაცია, როდესაც დავიდი "იუნაიტედს" შეუერთდა.
რაც შეეხება უგო ლორისს, ის კარგად იცნობს ინგლისის ჩემპიონატს, სადაც თავი შთამბეჭდავად წარმოაჩინა. მისი კანდიდატურა "იუნაიტედისთვის" შემდეგი მეკარისთვის უფრო სასურველია." - განაცხადა მარკ ბოსნიჩმა DailyMail-თან ინტერვიუში.