თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2015, 13:17
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 3396,
კომენტარები: 11
პედრო: "იუნაიტედი" ? - რატომაც არა"
პედრო თავის მომავალზე საუბრობს.
პედრო:
"ბარსელონას" ნახევარმცელმა, პედრო როგდიგესმა უარყო კატალონიური კლუბის ტექნიკური დირექტორის, რობერტო ფერნანდესის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ესპანელი ნახევარმცველმა თხოვნით მიმართა კლუბს, რათა მისთვის წასვლის ნება მიეცათ.

რობერტო ფერნანდესის განცხადება: "პედრომ გვთხოვა, რომ მისთვის წასვლის ნება მიგვეცა, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ წინადადებას, რომელიც 30 მილიონ ფუნტზე დაბალი იქნება."

ჟურნალისტებმა ესპანელ ნახევარმცველს კომენტარი ჩამოართვეს, სადაც განაცხადა: "მე არ მითქვამს ის, რაც რობერტომ განაცხადა და მსგავსი სიტყვებით კლუბისთვის არასოდეს მიმიმართავს."

"მე ვესაუბრე პრეზიდენტს და კლუბს სხვა წარმომადგენლებს. ეს არის რთული ვითარება ჩემთვის, იმიტომ, რომ მე მსურს ძირითად შემადგენლობაში თამაში. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ მე ყოველთვის "ბარსელონას" გულშემატკივარი ვიქნები.

მსურს თუ არა კლუბის დატოვება? - ჩემი პასუხია არა, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთულადაა. ეს არ ეხება ფულს, ეს ყველაფერი სათამაშო დროს უკავშირდება. როდესაც თქვენ იცით, რომ შესაძლოა, მოთამაშე წავიდეს, ყველაფერი უფრო რთულდება.

სიმართლე კი ისაა, რომ მე მქონდა კარგი შანსი მეთამაშა პირველივე წუთიდან (სუპერ თასის ფინალში), მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებით სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. მე არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, თუ კვლავ "ბარსელონაში" ვითამაშებ.

"მანჩესტერი იუნაიტედი"? - რატომაც არა? ეს არის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ მე ახლა აქ ვარ და ბედნიერი ვარ ამით. მე თუ წავალ, წავალ თავაწეული, რადგან ვიცი, რომ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთე და მივიღე ყველაფერი, რაც მსურდა.
"

წყარო: Manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
12 აგვისტო 2015 13:26
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კეთილი იყოს შენი ფეხი (ცალი) ! hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: AkkRed
12 აგვისტო 2015 13:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუ გადმოვიდა და მერე მომავალ წელს დაგვადო რა კაიფი იქნება derphappycry
0
№3
ავტორი: zurazura
12 აგვისტო 2015 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Imedia warmatebas movitans
0
№4
ავტორი: გაბადაძე
12 აგვისტო 2015 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
აუ გუშინ რაც ამას ვაგინე გოლის გატანისთვის ის რო მიუვიდეს დედამის ბავში გაუჩნდება კიდევ :D :D როგორ მინდოდა სევილიას მოგება feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: dachi_mu
12 აგვისტო 2015 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ესეთი ბაზარი არ მევასება რა..რას ქვია წასვლა არ გინდა? თუ წასვლა არ გინდა ზნაჩიტ გაგდებენ lol ეს რიჟა ბაზარი რა...და კიდევ თუ კლუბს შეიცვლი მთელი გული და სული მას უნდა შეალიო და არა ყოპილ კლუბს მისტიროდე.. დი მარიასავით
0
№6
ავტორი: Goginashvili777
12 აგვისტო 2015 13:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
dachi_mu,
რუნი ან ვინმე რო წავიდეს იუნაიტედი უნდა დაივიწყოს ?? ბარსას გაზრდილია და იძულებულია წავიდეს, იმიტომ კი არა რო აგდებენ, სკამზე უზით და 28 ისაა უკვე, თამაში უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: dachi_mu
12 აგვისტო 2015 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Goginashvili777,
მე სხვა რამეს ვამბობ კაცო lol რა უნდა დაივიწყოს კაცო მე მაგას არ ვამბობ .. მარა ეგეთი განწყობით თუ მოვიდა ჩვენთან არამგონია დიდი მომავალი ქონდეს...ეგრე იყო ზუსტად დი მარია მე არ მინდოდა წასვლაო მარაო ესე მოხდაო.. და აგერ ფაქტი რაც გამოვიდა მაგისგან
0
№8
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2015 14:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფულის გამო წასვლა რო დააბალონ უნდა დახვრიტონ იქვე. გამონაკლისებს ტუ არ ჩავთვლით ბარსელონა ეგეტი ფეხბურთელებით არაა დაკომპლექტებული, ეგ რეალი არაა ფულის და ბომჟი გუნდის გამო გარბოდნენ კლუბებიდან

შეუძლია მარტლა თავაწეული წამოვიდეს კლუბიდან და ვერც ვერავინ გაამტყუნებს. მოიგო ბარსასთან ყველაფერი და მაგარდაც დაიჩაგრა მამენტ, არ იმსახურებდა

ვნახოთ პრემიერ ლიგასი რას იზამს. არ მაქვს ამის დიდი იმედი მარა თუ გაამართლებს და ისეთ თამაშს დადებს რასაც ბარსაში დებდა მაგას რა ჯობია
0
№9
ავტორი: tupaca
12 აგვისტო 2015 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
გუშინ რო ვუყურებდი თამაშის ბოლოს როგორ იდგა მარტო თეთრი ყვავივით მივხვდი რო უკვე ჩვენი ფეხბურთელია
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 აგვისტო 2015 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
tupaca,
მასე ერთ დროს რუნიც არ აღნიშნავდა ხოლმე გატანილ გოლებს გუნდთან ერთად, მაგრამ დღეს კაცი კაპიტანია. ასე რომ ეგ არაფერს ნიშნავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top