"წითელმა ეშმაკებმა" ევრო ტურნირზე დასაბრუნებლად სია ჩამოწერა.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ევრო ტურნირებს უბრუნდება და 18 აგვისტოს, მშობლიურ "ოლდ ტრაფორდზე" პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ბელგიური "ბრიუგეს" წინააღმდეგ გამართავს. განმეორებითი შეხვედრა კი 26 აგვისტოსაა ჩანიშნული. "წითელმა ეშმაკებმა" უეფას მოთხოვნით განაცხადი შეავსეს და იმ ფეხბურთელთა სია ჩამოწერეს, რომლებითაც ტურნირზე ასპარეზობას აპირებენ:
მეკარეები: დავიდ დე ხეა, ანდერს ლინდერგაარდი, სერხიო რომერო, სემ ჯონსტონი.
მცველები: ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ჯონი ევანსი, მარკოს როხო, ლუკ შოუ, პედი მაკნეირი, მატეო დარმიანი, ტაილერ ბლეკეტი.
ნახევარმცველები: ადნან იანუზაი, ანტონიო ვალენსია, მაიკლ კერიკი, დეილი ბლინდი, ეშლი იანგი, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი, მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მემფის დეპაი, ხუან მატა, ანდრეას პერეირა, ჯესი ლინგარდი.
თავდამსხმელები: უეინ რუნი, ხავიერ (ჩიჩარიტო) ერნანდესი, ჯეიმს უილსონი.
ManUtd.com