"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა კრიტიკა კიდევ ერთხელ დაიმსახურა, ამჯერად მას დეილი ბლინდის ცენტრალურ მცველად გამწესება არ მოუწონეს. თავად მოთამაშეს ამის შესახებ განსხვავებულ აზრი აქვს და კრიტიკოსებს პასუხიც გასცა.
დეილიმ "ტოტენჰემთან" მატჩში კრის სმოლინგთან ერთად ცენტრალურ მცველთა წყვილი შექმნა, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვან გაალმა თანამემამულე ხსენებულ პოზიციაზე დააყენა.
ბლინდისთვის ეს უკვე მესამე განსხვავებული პოზივიაა, გასულ სეზონში მან გუნდის ღირსება როგორც ცენტრალური ნახევარმცველის, ისე მარცხენა მცველის ამპლუაში დაიცვა, თუმცა ამჯერად მარკოს როხოსა და ფილ ჯონსის არყოფნის გამო გაცილებით საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე დადგა.
"უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ მე უბრალოდ მსურს ვითამაშო, არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას. თუკი ჩვენს გუნდს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ამჯერად შანსი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მივიღე და ვეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა. ხალხი გამუდმებით საუბრობს, რომ მე არ მაქვს საკმარისი სიმაღლე, ძალა და ასე შემდეგ, თუმცა ვფიქრობ, საკმარისად ჭკვიანი და მოხერხებული ვარ."
ჰოლანდიელმა მცველმა თანაგუნდელების დახმარებით მოახერხა და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმელი, ჰარი კეინი, შეაჩერა, რაც ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.
"ალბათ, შეამჩნიეთ: კეინი ძალიან კარგი იყო, ის ბევრ ორთაბრძოლას იგებს მეორე სართულზე, ამიტომ საქმე მხოლოდ სიმაღლეში და ძალაში არ არის. ჩემი აზრით, დაცვაში კარგად ვითამაშეთ, კარი მშრალად შევინახეთ და ყველაზე მეტად ეს მახარებს."
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.