თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2015, 08:07
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2324,
კომენტარები: 9
საუბრები ვარჯიშზე: ეშლი იანგი
ეშლი იანგი საყვარელ ვარჯიშზე, თანაგუნდელებზე და ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.
საუბრები ვარჯიშზე: ეშლი იანგი
ვარჯიშის რომელი მონაკვეთი მოგწონს ყველაზე მეტად?

კვადრატი და მსგავსი პატარა თამაშები, მათში ბევრი სახალისო მომენტია და ასევე შეჯიბრის ელემენტებიცაა, ამიტომ ყველას თავის წარმოჩენა სურს.

ვის გაუტანია ვარჯიშზე საუკეთესო გოლი, რომელიც შენი თვალით გაქვს ნანახი - და თუ შეგიძლია აღწერო ის?

ასეთი ბევრი მახსენდება, თუმცა, ალბათ, ყველაზე გამორჩეული სქოულზის გასროლა იყო.

ახლა შენ მიერ გატანილ საუკეთესო გოლზე გვესაუბრე...

ჰმმმ, ბევრი ძალიან ლამაზი გოლი გამიტანია და ამორჩევა მიჭირს. (იცინის) ერთ-ერთი მახსენდება, რომელიც გასულ ტურნეზე გავიტანე: ფლანგიდან შემოვირბინე და ჩაწოდებული ბურთი პირდაპირ ცხრიანში გადავგზავნე. კარგი იქნება, თუ იმავეს თამაშზეც გავიმეორებ.

ვინ არის ყველაზე კონკურენტუნარიანი ვარჯიშისას?

რუნი.

რამდენად სერიოზულად უდგები ვარჯიშის დროს გამართულ მატჩებსა და შეჯიბრებებს?

ყველაფერს, რაშიც შეჯიბრების ელემენტები ურევია თითოეული მოთამაშე სერიოზულად უდგება, ეს ერთგვარად მატჩის დღეს ჰგავს. ყველას სურს გამარჯვება და როცა მარცხდები, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

თამაშის რომელი ასპექტის გაუმჯობესებაზე მუშაობას უთმობ ყველაზე მეტ დროს ვარჯიშებზე? თუ ეს ყოველ კვირას იცვლება?

ვცდილობ, თავურ დარტყმებზე ვივარჯიშო, თუმცა როგორც ხედავთ, დიდ პროგრესს ვერ განვიცდი. ყველა მოთამაშე იმ ასპექტს აქცევს ყურადღებას, რომელშიც სუსტია, თუმცა ასევე უნდა ივარჯიშო და განავითარო ის მხარე, რომელშიც ძლიერი ხარ, რადგან უკეთესი გახდე.

როგორ იყენებ ახალ ტექნოლოგიებს გასავითარებლად?

ტექნოლოგიები მართლაც საუცხოოა, მიხარია, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კარგი სავარჯიშო პირობები აქვს. GPS და ბევრი სხვა ტექნოლოგია გვაქვს, რომლებიც როგორც მწვრთნელებს, ისე მოთამაშეებს აძლევს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას. შეგიძლია, ვარჯიშის შემდეგ დაჯდე და ნახო, თუ რა გაქვს გამოსასწორებელი და რას უნდა მიაქციო დიდი ყურადღება.

რა სახის ვარჯიშებს აკეთებ სპორტ დარბაზში?

სპორტ დარბაზი პრემიერ ლიგის ყველა მოთამაშისთვის აუცილებელი ოთახია. ჩვენ, ყველას, განსხვავებული პროგრამა გვაქვს, არის ტრავმის ასარიდებელი ვარჯიშები, ფეხებისთვის და მრავალი სხვა. ფეხბურთელებმა თავად იციან, თუ რაზე უნდა იმუშაონ, თუმცა მწვრთნელები იქვე არიან და გვეხმარებიან.

და ბოლოს, რომელ ოთხ თანაგუნდელს აირჩევდი, რათა მათ შენთან ერთად ითამაშონ 5-კაციან გუნდში?

მე აუცილებლად მჭირდება მცველი.... ამისთვის ავირჩევ დეილის. რთულია, შეიძლება სათადარიგოთა სკამიც გავაკეთო? (იცინის). კარგით, კიდევ ჩემს გუნდს დავაკომპლექტებ კერიკით, უეინით და ხუანით.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
12 აგვისტო 2015 09:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რატო გყვავს გუნდში ამდენი დებილი ?
0
№2
ავტორი: vidic15
12 აგვისტო 2015 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
რაც არ უნდა იყოს ეს ძან მაგარი როჟაა, საკაიფოდ ამწვავებს ხოლმე და კაი ტექნიკაც აქ, თან მაგარი მოტივატორია გუნდის, სულ კაი ხასიათზეა :D
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 აგვისტო 2015 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესეც რო ბლინდს ირჩევს derpwhy
0
№4
ავტორი: Mufc7
12 აგვისტო 2015 12:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეხ, ეშლი, ეშლიი mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2015 13:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
kai formashia aase tu gaagrdzela depai samudamod 10ianis pozicias iqneba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Goginashvili777
12 აგვისტო 2015 13:25
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გაანებე ბლინდს თავი, არაა ეგ გოგო არა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: GeorgeBest
12 აგვისტო 2015 14:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეც ბლინდს აყენებს დაცვაში? derpwhy
0
№8
ავტორი: tupaca
12 აგვისტო 2015 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ვანგაალს როგორ აულოკა თავის ხუთეულით ბლინდი :D
0
№9
ავტორი: Silver
12 აგვისტო 2015 22:01
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ისეთი ცოლი ყავს ეხლა ბლინდს მიადგა wink კაი როჯაა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top