სპორტულმა კომპანია "ადიდასმა" გამოაქვეყნა 2015/16 სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედის" გასვლითი შეხვედრების მაისურები. ღონისძიებას, რომელიც ქალაქ ლონდონში გაიმართა, "იუნაიტედის" რამდენიმე წევრი ესწრებოდა.
ახალი ფორმის გაყიდვა "ოლდ ტრაფორდის" მაღაზიებში 14 აგვისტოდან დაიწყება, ხოლო მოთამაშეები მის გამოყენებას პარასკევს შეძლებენ, როდესაც ბირმინგემში "ასტონ ვილას" დაუპირისპირდებიან.