"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განცხადებით, მისი გუნდის ნახევარმცველის, პედრო როდრიგესის მომავალი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
28 წლის ნახევარმცველს აქტიურად უკავშირებენ "იუნაიტედს", რომელიც თანახმაა ესპანელის სანაცვლოდ 21.2 მილიონი ფუნტის გადასახდელად, თუმცა "ბარსელონას" არ სურს მოთამაშეზე არანაირი შეთავაზების განხილვა იქამდე, სანამ უეფას სუპერ თასის ფინალი არ გაიმართება.
"მე არასოდეს ვაიძულებ მოთამაშეს წასვლას ან დარჩენას, მხოლოდ იმიტომ რომ სატრანსფერო პერიოდია. რა თქმა უნდა მსურს, რომ ჩემი მოთამაშეები მომდევნო სეზონში ჩვენს კლუბში ირიცხებოდნენ, თუმცა მე ვესაუბრე პედროს და ის თავის მომავალს უახლოს პერიოდში გადაწყვეტს" - განაცხადა ენრიკემ "ManchesterEveningNews"-თან ინტერვიუში.
პედროს შესაძლო წასვლაზე კომენტარი მისმა თანაგუნდელებმაც გააკეთეს:
ანდრეს ინიესტა: "პედრო ჯერ კიდევ ჩვენი თანაგუნდელია. ის უნდა დარჩეს და მოიგოს პირველი ტიტული მიმდინარე სეზონში. მსურს, რომ პედრო ჩვენთან დარჩეს, რადგან ის არის შესანიშნავი ფეხბურთელი და კლუბისთვის ბევრს წარმოადგენს"
მოკლე კომენტარი დანი ალვეშმაც გააკეთა, რომელსაც მიმდინარე ზაფხულს, "იუნაიტედში" გადასვლის შანსი ჰქონდა: "გადაწყვეტილება პედრომ უნდა მიიღოს. თუ ის დარჩება, ყველანი მოხარულნი ვიქნებით და თუ წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ"