ორშაბათს, 10 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე სტარტი აიღო ინგლისის 21-წლამდელთა პრემიერ ლიგამ, რომელშიც ერთმანეთს "ლესტერისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
აღნიშნულ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა, ორივე გოლი "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გაიტანეს. მატჩის 22-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ეშლი ფლეტჩერმა საკუთარ კარში ჩაჭრა. გაშვებული გოლიდან 11 წუთში "ეშმაკებმა" წონასწორობა აღადგინეს, გოლის ავტორი გილერმო ვარელა გახლდათ, რომელიც თავის პირველ შეხვედრას ატარებდა ოფიციალურ შეხვედრაში.