თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2015, 12:26
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 10
ლუკ შოუ მიზეზს ასახელებს
ლუკ შოუ ახალ, 23-ე ნომრიან მაისურზე საუბრობს.
ლუკ შოუ მიზეზს ასახელებს
ლუკ შოუმ MUTV-ისთან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ სურდა 23-ე ნომრით ასპარეზობა.

ინგლისელი უკანახაზელი აღნიშნული ნომრით მის ყოფილ კლუბში, "საუთჰემპტონში" და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგანლობაში ასპარეზობდა, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. გარდა ამისა, 23-ე ნომრიან მაისურს, სპორტულ სამყაროში, ისეთმა მოთამაშეებმა გაუთქვეს სახელი, როგორებიც მაიკლ ჯორდანი და დავიდ ბექჰემი იყვნენ.

გასულ წლის ზაფხულს ლუკ შოუ "იუნაიტედს" შეუერთდა, ცოტა ხნის შემდეგ კი გამოძახებულ იქნა ეროვნულ ნაკრებში, სადაც 23 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. ინგლისელს ასევე სურდა, აღნიშნული ნომერი "იუნაიტედშიც" მოერგო, თუმცა იმ დროისთვის ნომერს ტომ ქლევერლი ფლობდა.

ლუკმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა:

"მე მსურდა მქონოდა 23-ე ეკიპირება, ჩემს სადებიუტო სეზონშივე, თუმცა იმ დროისთვის 23-ე ნომრით ტომ ქლევერლი ასპარეზობდა. ცხადია, მუდამ მსურდა ჩემთვის ორიგანალური ნომერის დაბრუნება.

ეს არის რიცხვი, რომლითაც ჩემი კარიერა დაიწყო. ამ ეკიპირების ქვეშ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ეს არის ნომერი, რომელიც მსურს, რომ კარიერის ბოლომდე ვატარო."


გარდა ამისა, მარუან ფელაინი არის კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც შეიცვალა მისი ფორმის ნომერაცია 2015/16 წლების სეზონში. ბელგიელი ახალ სეზონში 27-ე ნომრით იასპარეზებს, ხოლო ბასტიან შვაინცტაიგერი #31-ით, რომლის დებიუტიც უკვე შედგა, შაბათს გამართულ შეხვედრაში, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.

ფელაინის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მისი პროფესიონალური კარიერა 27 ნომრიანი მაისურით იღებს სტარტს, როდესაც ბელგიურ "სტანდარტში" გამოდიოდა.

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
10 აგვისტო 2015 12:37
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ესის თქმის არ იყოს, არც მე მიყვარს ძირითადი მოთამაშეების გაბერილი ნომრები. ჩემი აზრით კლუბის ყველა, 23 იქნება თუ 33 მოთამაშე, უნდა ფლობდებს ნომრებს 1-33 ის ჩათვლით, ხოლო ძირითადის 11-ეული კი 1დან 11ის ჩათვლით. რავი მე ყოველთვის მასე მომწონს და ჩემს შექმნილ, არაერთ ონლაინ მენეჯერში შექმნილ კლუბში, მსგავს ნომერაციას ვაყენებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: red devil
10 აგვისტო 2015 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წესიერად ითამაშონ და თუ უნდათ ნომრები სულ არ დაიწერონ :დდდდ
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 აგვისტო 2015 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძაან არ მომწონს ეს არეული ნომრები და 3 ნომერიც ძაან უხდებოდა შოუს, მაგრამ თუ ასე სურს ქონდეს ის 23 ნომერი, მთავარია კარგად ითამაშოს. არც დარმიანს უხდება 36 ნომერი და 2 ნომერი რომ აეღო ძაან კაი იქნებოდა, მითუმეტეს ტოტენჰემთან მატჩში დაამტკიცა, რომ ძირითადი მარჯვენა მცველი სწორედ დარმიანი იქნება.
0
№4
ავტორი: Mufc7
10 აგვისტო 2015 15:17
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვახო ( G G M U),
გეთანხმები, ვახო, დარმიანმა თავისი თამაშით დაამტკიცა ეგ და 2 ნომერი მიეცათ მისთვის, კარგი იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
10 აგვისტო 2015 16:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა 3 ნომერი უფრო უხდებოდა wink მაგრამ რა აზრი აქვს. ისე ყველა კი გაკვირვა ამის გადაწყვეტილებამ
0
№6
ავტორი: AkkRed
10 აგვისტო 2015 16:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა მნიშვნელობა აქვს რა ნომრით იასპარეზებს მთავარია კარგად ითამაშოს
0
№7
ავტორი: scholes
10 აგვისტო 2015 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
red devil,
სქოულზი 18 რო იყო მერე რამოხდა მაინცდამაინც 6 8 5 უნდა ყოფილიყო? რომლითაც იწყებენ იმით აგრძელებენ რა
0
№8
ავტორი: Esi
10 აგვისტო 2015 18:54
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ბრაზილიას ქონდა ეგ ტრადიცია სასტავს 1-დან 11-მდე ეცვა ხოლმე მაგრამ ახლა იმ ძველი ბრაზილიისგან არც ეს ნომრების წესია დარჩენილი lol
0
№9
ავტორი: buka oboladze
11 აგვისტო 2015 00:08
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რამნიშვნელობა აქვს ნომრებს მთავარია კარგად ითამაშონ
0
№10
ავტორი: chudikone
11 აგვისტო 2015 10:50
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
23 უფრო უხდება და იმედია შარშანდელზე უკეთეს შედეგს დადებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top