მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი, უეინ რუნი გამოტყდა, რომ გუნდი 2015/16 წლის პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაში საკმარისად კარგი არ იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში "წითლები" პირველ შეხვედრაში "შავ გედებთან" დამარცხდნენ, რუნის აზრით, ეს კარგი შედეგია.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებდა უკეთესად თამაში, თუმცა იმის გამო, თუ რა მოხდა გასულ წელს ამ სტადიაზე, ჩვენ ვფრთხილობდით და არ გვინდოდა სახლში მარცხით სეზონის დაწყება. საჭირო იყო სამი ქულის მოპოვება და ჩვენ შევძელით ეს."- განაცხადა უაზამ BT Sport-სთან ინტერვიუში.
"ტოტენჰმეთან" შეხვედრაში "ეშმაკების" რიგებში ხუთივე ახალწვეულმა ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. მათ უკვე ჰქონდათ სადებიუტო შეხვედრები ჩატარებული წითელი მაისურით, თუმცა ეს მხოლოდ წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში. რუნის აზრით, ახალბედები ჯერ კიდევ უნდა შეეგუონ კლუბს და დროის გასვლასთან ერთად უფრო უკეთ ათამაშდებიან:
"ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ახალწვეულები გუნდს ბოლომდე უნდა შეეწყონ. ძალიან კარგი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოგვივიდა, წინა წელთან შედარებით, ამჯერად ბევრად უფრო მეტს ვვარჯიშობდით და ვმუშაობდით, სწორედ ამან განაპირობა დღევანდელი 3 ქულა. ჩვენ რამდენიმე დღე დაგვრჩა მომდევნო შეხვედრამდე და უნდა ვნახოთ ჩანაწერი, გავაანალიზოთ რა გამოგვივიდა კარგად, რა ცუდად. ამის შემდეგ უკვე "ასტონ ვილასთან" შეხვედრისთვის მოვემზადებით. ყველა ვარიანტში დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანია."
ერიქსენის დარტყმულის შემდეგ, სერხიო რომეროს სეივმა "მანჩესტერ იუნაიტედი" აშკარა გოლს გადაარჩინა და პირველი სამი ქულაც მოუპოვა, თუმცა კომენტატორებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრის სმოლინგი დაასახელეს, აი რას ამბობს თავად კრისი:
"ძალიან კარგია, რადგან კარი მშრალად შევინახეთ. როგორც უაზამ აღნიშნა, ჩვენ ყოველთვის კარგად არ ვმოქმედებდით. ვფიქრობ, გატანილი გოლის შემდეგ უკეთ ავთამაშდით და ძალიან კარგი მონაკვეთი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ, გულშემატკივარს დავანახეთ, რომ მათთვის ვთამაშობთ და ეს პირველი გამარჯვებაა იმ ბევრს შორის, რომელსაც ისინი იხილავენ."
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.