"აიაქსის" მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედს" სილესენის შეძენა სურს, მათ ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.
"სილესენის სანაცვლოდ "იუნაიტედმა" ძალიან დიდი თანხა უნდა გადაიხადოს. კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს ვიტყვი, რომ ჩვენ ამ ტრანსფერით არ ვინტერესდებით და მის გაშვებას არ დავუშვებთ. რატომ? რადგან დრო გადის და მისი შეცვლა ძალიან რთულია.
გასაგები რომ იყოს, იასპერის ღირებულება ყოველ დღე ძვირდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ "იუნაიტედისგან" წინადადებისგან არ მივიღებთ,"-განაცხადა ჰოლანდიელმა