ინგლისის პრემიერ ლიგის 2015/2016 წლების სეზონის პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ. საწყის წუთებში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და პირველი რეალური მომენტიც მათ შექმნეს. მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა კრისტიან ერიკსენს შეეძლო, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადაცდა. ვან გაალის გუნდის პირველივე შეტევა გოლით დასრულდა - უოლკერმა რუნის დაასწრო და ავტოგოლი მიითვალა. 22-ე წუთზე მანჩესტერელები დაწინაურდნენ. სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი კვლავ შექმნეს, მაგრამ დებიუტანტი სერხიო რომეროს კარგი თამაშის წყალობით "იუნაიტედმა" ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
მომდევნო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართება.