"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილიმა მოთამაშემ და ახლა უკვე მწვრთნელის თანაშემწემ, რაიან გიგზმა განაცხადა, რომ ლუი ვან გაალთან თანამშრომლობით წარმოუდგენელ გამოცდილებას მიიღებს.
"ლუისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია და უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. ის მუდამ მაძლევს მნიშვნელოვან დავალებებს, რომელებსაც დიდი სიამოვნებით ვასრულებ. ლუი ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ კარგად მიცნობს.
"ლუი და სერ ალექსი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ეს არის შეტევითი ფეხბურთის თამაში და რწმენის ჩანერგვა ახალგაზრდა მოთამაშეებში. ისინი ბუნებით ლიდერები არიან და იციან, თუ რა უნდათ. მათი სამუშაო არ არის აგებული პანიკაზე, ისინი ყველაფერს თავის ცოდნით და ფართო გამოცდილებით ასრულებენ." - განაცხადა რაიან გიგზმა SkySport-თან ინტერვიუში.