კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ გუშინდელ მატჩში ახალწვეულებმა მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.
"ვფიქრობ, ერთი წლის წინ "სუონსის" წინააღმდეგ სეზონის გახსნით მატჩზე ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. თუმცა მაშინ დავმარცხდით, ახლა კი გავიმარჯვეთ. ფორმამ, რომელშიც ჩვენ ტურნეზე ჩავდექით გამარჯვება მოგვიტანა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
ახალწვეულებმა შესანიშნავად ითამაშეს. მატეო დარმიანი მარჯვენა ფლანგზე ფანტასტიური იყო. კარგია, რომ მათ წინასასეზონო ტურნეზე თამაშის საშუალება მიეცათ. დეილი ბლინდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უნივერსალური ფეხბურთელია. ბურთთან ერთად მუშაობისას ის ძალიან მშვიდია, პოზიციას კარგად ირჩევს. მას ცენტრალური მცველისთვის საკმარისი თვისებები აქვს.
ზოგჯერ თამაში ფრაგმენტებად იყოფა. ეს იმიტომ, რომ ჩვენმა ბიჭება ტურნეზე 90 წუთის განმავლობაში თამაშის ჩატარება ვერ მოახერხეს. ბოლო 15 წუთი ფიზიკური თვალსაზრისით თამაში ძალიან რთული იყო. ჩვენ დაღლა ვიგრძენით, თუმცა გამარჯვება შევინარჩუნეთ. რაც მთავარია გავითვალსიწინეთ გასულ სეზონში დაშვებული შეცდომები და სეზონის დასაწყისში მაქსიმალური ქულების აღებას ვეცდებით."-განაცხადა ინგლისელმა