BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილ ჯონსი "ფილტვის თრომბოზის" გამო 3 კვირას გამოტოვებს. 23 წლის ინგლისელი პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში მანჩესტერელთა განაცხადში ვერ მოხვდა, თუმცა ამერიკაში გამართულ წინასასეზონო ტურნეზე გუნდთან ერთად ბოლო 1 კვირის განმავლობაში აქტიურად ვარჯიშობდა.
თრომბოზი სისხლის კოლტებში სისხლძარღვების ფორმირებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწილობრივ არტერიის ბლოკირება, სისხლის ნაკადის შემცირება. იმ შემთხვევაში, თუ თრომბი არტერიის 75%-ს დახურავს, ამან შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანოს და სიცოცხლე ფატალურად დაასრულოს.