თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2015, 00:07
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 8
ვან გაალი:"ძალიან რთული მატჩი იყო"
ვან გაალი მატჩის შემდგომ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა, სადაც უამრავ თემას შეეხო.

გუნდის თამაშზე:

ეს ძალიან რთული მატჩი იყო. მოედანზე გამოდიოდა ორი ისეთი კლუბი, რომელთაც პრესინგის თამაში სურდათ, ამიტომ ბურთი ძალიან სწრაფად იკარგებოდა. ჩვენ ბურთს ხანგრძლივი პერიოდით ვერ ვინარჩუნებდით, მაგრამ მუდმივი მოძრაობის საშუალებით რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. ვერ ვიტყოდი, რომ მეტოქის ზეწოლას გავუძელით, მაგრამ მათი კარის აღების საშუალება მივიღეთ. სახიფათო მომენტი პირველად "ტოტენჰემმა" შექმნა. კრისტიან ერიქსენს რომ გაეტანა, ალბათ, თამაში სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა. სწორედ ამის გამო, ძალიან ბედნიერი ვარ.

ახალწვეულების მიერ შეტანილ წვლილზე:

"ოლდ ტრაფორდზე" პირველად გამოსვლა ისეთი გულშემატკივრების ქომაგობის ფონზე, რომლებიც კლუბს მხურვალედ ქომაგობენ, ძალიან რთულია. მემფისს ვუთხარი, რომ ზეწოლასა და ენთუზიაზმს არ უნდა აჰყოლოდა და ეს მთელ გუნდს ეხება. ძალიან მომეწონა მატეო დარმიანის თამაში. ის მეტოქის ნახევარზე ძალიან კარგად გადადიოდა და ბურთს თითქმის არ კარგავდა. მე თუ ვინმე გუნდიდან ფეხბურთელის გამოყოფას მთხოვს, იტალიელს გამოვარჩევდი, რადგან დღეს ის საუკეთესო იყო.

სერხიო რომერომ კარის "მშრალად" შენახვა შეძლო და თამაშის მიწურულს რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა, თუმცა რამდენიმე მომენტში არცთუ ისე კარგი იყო. პრინციპში ეს გასაგებია, რადგან მან ჩვენს ბიჭებთან ერთად პირველად ითამაშა და ის გუნდში 1 კვირის წინ მოვიდა. ასე რომ, ჩვენ მის ადაპტაციის პერიოდს დაველოდებით. ოთხშაბათს შტაბში გადავწყვიტეთ, რომ "ტოტენჰემთან" დე ხეას არ უნდა ეთამაშა და დავიდს ამის შესახებ ხუთშაბათს ვუთხარით. ამიტომ სერხიომ გუნდთან ერთად გაძლიერებული პროგრამით მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ივარჯიშა.

დე ხეას სიტუაცია:

გულშემატკივრებმა დავიდი კლუბის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ 2-ჯერ დაასახელეს, ამიტომ მას ასე ადვილად არ დავთმობთ. ჩვენ ფეხბურთელის შესაძენად დიდი თანხა გადავიხადეთ და გაყიდვის შემთხვევაშიც ასე მოვიქცევით. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი შენარჩუნება ძალიან გვინდა. მეკარემ კონცენტრაცია მთელი 90 წუთის განმავლობაში უნდა დაიცვას, თუმცა დავიდისთვის ამჟამად ამის გაკეთება ადვილი არ არის. ჩვენ კარგად ვნახეთ მისი თამაში წინასასეზონო ტურნეზე. სიტუაცია 1 სექტემბრამდე ნათელი გახდება და ჩვენ ამ საკითხს კიდევ შევეხებით.

"ოლდ ტრაფორდის" ატმოსფეროს შესახებ:

ბასტიან შვაინშტაიგერს დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ისეთი მხარდაჭერითა და აპლოდისმენტებით, როგორიც მან დღეს "ოლდ ტრაფორდზე" მიიღო, არასდროს დასაჩუქრებულა. ვფიქრობ, ამან ის გაანერვიულა, მაგრამ დღეს ყველა ახალწვეულმა ნერვიულობა დაამარცხა.

64-ე დაბადების დღე:

დღევანდელი მატჩის ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან დღეს ჩემი დაბადების დღეა და მატჩს შვილები და შვილიშვილები ესწრებოდნენ. ამ მატჩში რომ დავმარცხებულიყავით, დღევანდელ დღეს უიღბლო დღედ გამოვაცხადებდი. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. დღეს ჩემს საყვარელ რესტორანში შესანიშნავი საღამო მელოდება. იცით, რომ "ბითლზს" ასეთი სიმღერა აქვს? "როდესაც მე 65-ს ვიყავი,"

წყარო: Manutd.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 აგვისტო 2015 00:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
700 სიახლე tongue gun2

ვაა კროსვორდ მრავალს დაესწარი<3

მართალია საშინელი თამაში იყო და ტოტენჰემსაც ასე ცუდად რომ არ ეთამაშა გაგვაფარჩაკებდნენ, თუმცა 3 ქულა მაინც მნიშვნელოვანია და კარგია რომ პირველივე ტური წარმატებით დავასრულეთ.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
9 აგვისტო 2015 00:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დარმიანი მარტლა გამორჩეული იყო. შეტევაში უფრო უკეთესი რომ იყოს იდეალური იქნებოდა. ამართლებს ჯერჯერობით და მიხარია მაგრად

რომეროც ვალდესის ტიპია. მომენტებსი უაზრო შეცდომებით გამოიჩენს თავს, მერე წუთში მაგარ სეივებს დებს. ესეთ არასტაბილრ ხალხს არ შეიძლება კარი ჩააბარო. გასაგებია რომ გუნდთან სულ რაღც 2 დღე ივარჯიშა მარა მაგისგან მიჩვეულები ვართ ეგეთებს. თუმცა დღეს საერთო ჯამში კარგი იყო და შექებას იმსახურებს
0
№3
ავტორი: Mike
9 აგვისტო 2015 00:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
Rosso Diavolo,
გილოცავ 700 სიახლეს ))
რაც შეეხება თამაშს, დარმიანის სახით ძალიან მაგარი მცველი შევიძინეთ, დე ხეას პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს, მემფისი ცოდოა ამ პოზიციაზე, არ მომწონს ლვგს სათამაშო სტილი იმედია შეიცვლება რამე
0
№4
ავტორი: Malboro463
9 აგვისტო 2015 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ფეხბურთელებს უნდა მოარგო ტაქტიკა ეს კიდე პირიქით შვრება. არა ცუდი მეკარე რომერო ფეხით დე გეაზე უკეთესად თამაშობს დღეს პირველი მატჩი იყო ნერვიულობდა და არც გამკვირვებია ეგ შეცდომები ბურთს რო იგერიებდა მაგრად უსწორდებოდა ეცინებოდა კაცს. პირველ მეკარედ მაინც არ გამოდგება დე გეას მერე ლორისი კარგი ვარიანტია. რაც შეხება სხვებს არც ბასტიანია ფორმაში და არც რუნი.მორგანიც კერიკის დონეს ვერ ქაჩავს დღეს რუსმა კომენტატორმაც აღნიშნა
0
№5
ავტორი: გაბადაძე
9 აგვისტო 2015 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
კაროჩე რა დეპაი მატას გაუცვალოსადგილები და ბლინდი მოაშოროს ცენტრ მცველის პოზიციიდან areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აგვისტო 2015 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი რომეროს იმედზე მაინც ვერ ვიქნებით ალბათ და ჯობია სტაბილური მეკარე მოიყვანონ, მაგრამ მარტო მეკარე ვერ გვიშველის. ერთი ცენტრ. მცველი და თავდამსხმელი გვინდა და მერე მოვიდეს ნებისმიერი ( თუ რა თქმა უნდა დეპაის ფლანგზე დააყენებს derphappycry )
0
№7
ავტორი: Memphis_Depay
9 აგვისტო 2015 10:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ამ მატჩმა დაგვანახა ბევრი რამ fellow ჯერ ერთი ის რომ შარშანდელთან შედარებით პროგრესი აშკარად გვაქვს. მეორე ის რომ ვან გაალი არის ქიმიკოსი,რომელიც სანამ კატასტროფის ზღვარზე არ მივა გუნდი არ დააყენებს ნორმალურად შემადგენლობას. დეპაიმ სასწრაფოდ ჩაიბაროს მარცხენა ფლანგი და იანგი მოაშორეთ იქაურობას. 10ანზე დააყენოს რუნი მაგ პოზიციაზეა რუნი საუკეთესო.ცხრიანზე ჯობს ვიყიდოთ ვინმე რა recourse მარჯვენა ფლანგზეც საყიდელია სამწუხაროდ ვინმე მაგრამ ჯერჯერობით გაქაჩავს იმედია მატა.ცენტრში შნეიდერლინი კერიკი და შვაინშტაიგერის როტაციით ყველა ვარიანტში კარგი ცენტრი გვყავს. ფლანგებზე მე პირადად მარცხნივ შოუს ბლინდი მირჩევნია 100 თავით. დარმიანი კარგია, ეგ პოზიცია ჩაიბაროს. ცენტრში სმოლინგის იმედად იქნება კაცი,მარა ვინმე გამოცდილი მცველი უნდა.რამოსი ან ოტამენდი. რომელიღაც უნდა იყიდოს რა ფასიც არ უნდა დაადონ იყიდოს ვან გაალმა.რომერო არ გამოიყურებოდა ცუდად და მომკალით.მაგრამ ლორისს თუ მოიყვანს ვან გაალი მანდაც მშვიდად ვიქნები უკვე.
კაროჩე 1 ცხრიანი და 1 ცენტრმცველია მოსაყვანი აუცილებლად. მარჯვენა ვინგერი და მეკარე უკვე ვან გაალმა გადაწყვიტოს.
0
№8
ავტორი: Mufc7
10 აგვისტო 2015 17:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Rosso Diavolo,
გილოცავ მე-700 სიახლეს gun2

თამაშის ხარისხი უნდა გამოასწორონ, თორე სეზონის ბოლოს თეთრი თმაც აღარ შემრჩება თავზე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top