მანჩესტერ იუნაიტედის თავმდასხმელი უეინ რუნი ფიქრობს, რომ რეაბილიტაცია ახლადმიღებული ტრავმის შემდეგ ძალიან სწრაფი და ნაყოფიერი იყო. ის ამტკიცებს, რომ მზადაა ბოლომდე დაიხარჯოს, როგორც კლუბისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისათვისაც:"ვერ ვიტყვი, რომ სეზონის წინ ფორმაში არ ვიყავი. ალბათ მე არ ვიყავი ფორმის პიკში. არ ვიცი რამ იმოქმედა ჩემზე: ვარჯისი მცირე დრომ თუ რაიმე სხვამ. ამის შემდეგ მივიღე ტრავმა და დავიწყე ფორმის ხელახლა აღდგენა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ტრავმა დამეხმარა ჩემი ფორმის გაუმჯობესებაში. მე თავს ფანტასტიურად ვგრძნობ და მზად ვარ ნებისმიერ დროს გამოვიდე მოედანზე და ვაჩვენო მაღალი კლასი."
გამოჯანმრთელების შემდეგ რუნიმ პოზიცია შეიცვალა და მოედნის ცენტრისკენ ჩაიწია., რაც მას ეხმარება უკეთესად გამოამჟღავნოს ასისტენტის თვისებები. ეს ყველაფერი სერ ალექსის დავალებით ხდება და შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და ალბათ სან-მარინოსთანაც რუნი ცენტრში იმოქმედებს:" ჩემი ახალი პოზიცია დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. შენ ხოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში ხარ და დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. თუ ნაკრების მწვრთნელი ჩემგან ამას მოითხოვს რა თქმა უნდა შევასრულებ დაკისრებულ დავალებას. როცა ფორვარდის პოზიციაზე თამაშობ გოლის გატანის უფრო მეტი შანსი გაქვს, თუმცა როგორც ფეხბურთელს გინდა უბრალოდ ფეხბურთი ითამაშო!"