"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, დენი ჰიგინბოთამი მიიჩნევს, რომ კლუბის დაცვის ცენტრს ლიდერი ძალიან სჭირდება.
"ამ ეტაპზე "იუნაიტედს" ბევრი ცენტრალური მცველი ჰყავს, თუმცა ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. მათ არ ჰყავთ ლიდერი, რომელიც კლუბის წარმატების ძირითადი მიზეზი იქნება, როგორც ეს იყო ბრიუსის, სტამისა და ვიდიჩის დროს.
დაცვის ორგანიზებული თამაშისთვის, ფეხბურთელი ძლიერი პიროვნება უნდა იყოს. "იუნაიტედმა" ასეთი ფეხბრუთელები ვიდიჩის, ევრასა და ფერდინანდის სახით ერთდროულად დაკარგა და მოხდა მათი არაადეკვატურად ჩანაცვლება. მათ ძალიან სჭირდებათ ლიდერი. ჩემი აზრით, ამ როლს დღევანდელი მოთამაშეებიდან მარკოს როხო იმსახურებს, თუმცა მას ჯერჯერობით პრემიერ ლიგაში დიდი გამოცდილება არ აქვს."-განაცხადა ჰიგინბოთამმა