აწ უკვე "პსჟ"-ს ვინგერმა, ანხელ დი მარიამ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა.
"მე ამ წერილს იმიტომ ვწერ, რომ მინდა მადლობა გადავუხადო "იუნაიტედის" დიდ ოჯახს მხარში დგომისთვისა და სიყვარულისთვის. დამიჯერეთ, როდესაც მათ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ძალიან ვამაყობდი.
თუმცა შემდეგ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ ველოდით და მერწმუნეთ, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. თუმცა, საფეხბურთო კარიერაში ბევრი რთული მომენტი ხდება და ამისათვის ყოველთვის მზად უნდა.
მერწმუნეთ, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე. ფეხბურთი მათემატიკა არ არის და მრავალ ფაქტორს შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური გავლენა. წარმატების მიღწევა ამ შესანიშნავ გუნდში მსურდა, თუმცა ვერ მოვახერხე და ამისთვის ბოდიშს გიხდით.
დიდი მადლობას ვუხდი "იუნაიტედის" ყველა თანამშრომელს სიყვარულისთვისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებსაც ჩემი ყოველთვის სჯეროდათ. ახლა "პსჟ"-ში გადავდივარ, თუმცა მანჩესტერი ყოველთვის მემახსოვრება,"-წერს არგენტინელი