"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბუქმეიქერულ კომპანია Marathonbet-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია აშშ-სა და ჩინეთის ტერიტორიის გარდა, კლუბის ოფიციალური გლობალური ბუქმეიქერი გახდა.
1997 წელს დაარსებული კომპანიის წარმომადგენლები "იუნაიტედის" გულშემატკივართა არმიას უამრავ უნიკალურ წინადადებების შეთავაზებას ჰპირდებიან.
ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, Marathonbet-ის გენერალურმა დირექტორმა, სტენ რეოუტმა მცირე კომენტარი გააკეთა:
"ცოტა ხნის წინ, ჩვენმა კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია. Marathonbet-ი საფეხბურთო ფსონების ბაზარზე ლიდერი გახდა, ეს პარტნიორული ხელშეკრულება კი ჩვენს ბრენდს უფრო ძლიერს გახდის.
"მანჩესტერ იუნაიტედი" რომ არაფერი ვთქვათ საფეხბურთო სამყაროზე, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აღაიარებული სახელია. დღევანდელი შეთანხმება კი ჩვენს ერთგულ საქმიანობას ცხადჰყოფს. ჩვენ, "იუნაიტედთან" და მის საოცარ გულშემატკივრებთან საქმის დაწყების შესაძლებლობას მოუთმენლად ველით."