"მანჩესტერ იუნაიტედი" ადასტურებს, რომ ანხელ დი მარიას ტრანსფერი "პარიზ სეინ-ჟერმენში" დასრულებულია.
არგენტინელი ნახევარმცველი "მანჩესტერს" "რეალ მადრიდიდან" შეუერთდა, ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხის სანაცვლოდ. მან "იუნაიტედის" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა- სამჯერ პრემიერ ლიგაში, ერთხელ კი ინგლისის თასზე "იოევილ თაუნის" წინააღმდეგ.
არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობის შემდეგ, მას მონაწილეობა წინა-სასეზონო ტურნეზე არ მიუღია. მან "წითლების" რიგებში ბოლო მატჩი "ჰალ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში დატოვა მოედანი.