ესპანელი ფეხბურთის ექსპერტი, გილემ ბალაგიე თვლის, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ხელს არ შეუშლის პედრო როდრიგეზის ტრანსფერს "მანჩესტერ იუნაიტედში".
"ბარსელონას" პოზიცია ნათელია - გადაგვიხადეთ 30 მილიონი ევრო და შეგიძლიათ, ფეხბურთელი წაიყვანოთ" - გადმოგვცემს ბალაგიეს სიტყვებს "talksport.com"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და პედრომ ტრანფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახლა ინგლისურ კლუბს მხოლოდ საჭირო თანხის გადახდაღა დარჩა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება."