ლუკ შოუ დარწმუნებულია, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის გამოცდილება "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმოუდგენელ დახმარებას გაუწევს.
"ბასტიანი ლეგენდაა. მას აქვს საოცარი გამოცდილება, რომელიც გუნდს ძალიან გამოდგება. ვიმედოვნებ, რომ იგი მომავალ სეზონებში ტიტულების მოპოვებაში დაგვეხმარება. ამასთანავე, ბასტიანი არის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული ფეხბურთელი, რომელსაც მე შევხვედრივარ. ის ბევრ ყურადღებას არ იქვევს, თუმცა ხუმრობა უყარს. კარგია, რომ გასახდელში ასეთი ადამიანი გვყავს." - გადმოგვცემს ლუკ შოუს სიტყვებს "Sky Sports".
"მე უკვე მოვასწარი მემფის დეპაისთან დამეგობრება. ის საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისნაირი ფეხბურთელის ყოლა. მემფისი გუნდში რაღაც ახალს შემოიტანს, რაც ძალიან კარგია."