დეპაიმ ვან გაალს განუცხადა, რომ მზადაა, პასუხისმგებლობა აიღოს და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მოირგოს
როგორც ბრიტანული გამოცემა "The Telegraph" იტყობინება, მემფის დეპაიმ ლუი ვან გაალს განუცხადა, რომ მზადაა, თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღოს და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მოირგოს, რომელიც ანხელ დი მარიას წასვლის შემდეგ თავისუფალი რჩება.
პრემიერ ლიგის კლუბები ვალდებულები არიან, ფეხბურთელების ნომრები პარასკევამდე წარადგინონ, სავარაუდოდ, ამ დროისთვის არტენგინელი აღარ იქნება "მანჩესტერის" წევრი. იმ შემთხვევაში, თუ პარასკევს დი მარია ისევ "იუნაიტედის" ფეხბურთელად იქნება გაფორმებული, მემფისი 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ 7 ნომრიანი მაისურს, რომელსაც ისეთი ფეხბურთელები ატარებდნენ, როგორებიც არიან ჯორჯ ბესტი, ერიკ კანტონა, ბრაიან რობსონი, დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ, ბოლო დროს აღარ აქვს სამოტივაციო გავლენა მის მფლობელებზე. რონალდუს შემდეგ ეს ნომერი მაიკლ ოუენს გადაეცა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრასაც ვერ ახერხებდა, ანტონიო ვალენსიამ თვითონვე თქვა უარი ლეგენდარულ ნომერზე, ანხელ დი მარია კი პირველივე წინააღმდეგობის შემდეგ გუნდიდან გაიქცა.
წყარო:
manutd.ru