თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2015, 15:14
ავტორი: Mufc7,
ნანახია: 3020,
კომენტარები: 15
დი მარია ''პსჟ''-ში გადასვლით ბედნიერია
დი მარია ''იუნაიტედიდან'' ''პსჟ''-ში მისი მოახლოებული გადასვლით მოხიბლულია.
დი მარია ''პსჟ''-ში გადასვლით ბედნიერია
ანხელ დი მარიამ აღტაცება გამოხატა ''იუნაიტედიდან'' ''პსჟ''-ში მისი მოახლოებული გადასვლის თაობაზე. მართალია, აღნიშნული ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ვინგერმა სამედიცინო შემოწმება დოჰაში უკვე გაიარა მას შემდეგ, რაც ''იუნაიტედი'' დათანხმდა ფრანგული მხრიდან დასახელებულ 44.3 მილიონ ფუნტს და მათ ნება დართო, აწარმოონ მოლაპარაკებები.

არგენტინელი ''ოლდ ტრაფორდს'' გასულ ზაფხულს 59.7 მილიონ ფუნტად შემოუერთდა, მაგრამ ბრწყინვალე სტარტის შემდეგ მისი კარიერა წარუმატებლად აეწყო და უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მატჩი დაიწყო ''იუნაიტედის'' რიგებში.

თებერვალში მომხდარი ინციდენტის გამო, დი მარიამ საცხოვრებელი გამოიცვალა და ჩეშირის საგრაფოში საკუთარი ბინა გაყიდა. შეგახსენებთ, რომ ანხელს მძარცველები მაშინ დაესხნენ თავს, როცა იგი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მას შემდეგ დი მარია ფილ ნევილის კუთვნილ საცხოვრებელში ცხოვრობდა.

დი მარიას ივნისში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მას სურდა, დარჩენილიყო ვან გაალის გვერდით, თუმცა მიუხედავად ამ სურვილისა, იგი კლუბს ტურნეზე, ა.შ.შ-ში არ შეუერთდა.

''პსჟ''-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კლუბები ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ და ''ბენფიკას'' ყოფილი ვარსკვლავი კონტრაქტზე ხელის მოსაწერად უკვე ემზადებოდა.

დი მარია: ''მე ძალიან ბედნიერი ვარ ''პსჟ''-ში გადასვლით. რაც მე ვიცი ''პსჟ''-ს შესახებ არის ის, რომ ის არის გუნდი, რომელმაც მოიგო ყველა შესაძლო ტიტული საფრანგეთში გასულ სეზონს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.''

''მათ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეძლეს ეს, ამიტომ პარიზში ჩასვლა ჩემი მიზანი იყო, დავეხმარო მათ მეოთხედფინალის ბარიერის გადალახვაში, იმიტომ, რომ ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ წარმატების მიღწევას ბოლო ორ სეზონში.''

''მე ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო, მე შემიძლია დავეხმარო კლუბს ამ მიზნების განხორციელებაში და მივაღწიოთ ფინალურ ეტაპს ჩემპიონთა ლიგაზე.''

წყარო: skysports
ახალი ამბები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
5 აგვისტო 2015 15:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა ნომერი გააფუჭებინეს ამ კოჭლს areyoukiddingme არადა რა იმედებით ვიყავით ხალხი

ეხლა აიკლებს საფრანგეთს და დაიწყებენ რა კაცი დავკარგეთო. შეიძლებოდა ათამაშებულიყო მარა არც ისე დიდი შანსი იყო. მე იმედი მაინც მქონდა პრინციპში areyoukiddingme
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 აგვისტო 2015 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა შევაგინო მეც არ ვიცი უკვე... 3d_5

ისეთ რამეებს ამბობდა ვინ იფიქრებდა რო გადასვლა უნდოდა??? დღევანდელ ფეხბურთში უკვე აღარაფერი აღარაა გასაკვირი რა
0
№3
ავტორი: Dato-herera
5 აგვისტო 2015 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
amaze ro ityvian mere fulis xami araao))))))pedro ro movides gundshi amaze meti tu ar gaaketos me viyo boatengi
0
№4
ავტორი: Manchester_M
5 აგვისტო 2015 16:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბარო ცენზურაოოო !!! ამის არაპროფესიონალი დედას ცენზურა

ახლა ადექი და თქვი პსჟ მანჩესტერზე დიდი კლუბიაო ისემც მოგი***ნთ დედის წუჩური
0
№5
ავტორი: გაბადაძე
5 აგვისტო 2015 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
იმედია ჩვენ შეგხვდებით მეოტხედფინალში და კიდევ ერთხელ მოგიკლავთ ნახევარ ფინალში გასვლის სურვილს fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: nickson
5 აგვისტო 2015 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მაგარი არასწორია winked
0
№7
ავტორი: tedore
5 აგვისტო 2015 17:20
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
Karoche bevri davcere yvelgan am qatamze da agar girs Raimes damateba. Ra dodoc tvitonaa iset ligashi itamashebs aci
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
5 აგვისტო 2015 17:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ავტორ გილოცავ პირველ სიახლეს love gun2

არვიცი რა ვთქვა რა, რა ცენზურაურად მოიქცა, ხამი გამოვიდა და არაფერი აქვს პსჟ-ზე სათქმელი და საფრანგეთის თასებს მიახტა!

ერთი კარგად მოცელავდეს ფეხებს რაფიკა <3
0
№9
ავტორი: Malboro463
5 აგვისტო 2015 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
მოურა დაიდოს. ამას ბევრად აჯობებს.
0
№10
ავტორი: dachi_mu
5 აგვისტო 2015 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Fulis godori ar agmochnda es chemisa? Ise magari panebi xart zogi ra tqma unda..nanis agineben siriao ra gaaketao chv3ntviso..da vigac gamoiangebuli tipi amjobinet..imitoa ra :-D es awi fegburts vegar itamashebs ager me da ager tqven :-D karierashi win gadadga nabiji :-D nabiji ki ara naxtomi gaaketa kaco :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top