როგორც ESPN იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ეშლი იანგს კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივოს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიწყო. საბოლოოდ კი, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
იანგი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში მან 115 მატჩის ჩატარება და 13 გოლის გატანა შეძლო. 30 წლის ინგლისელმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა, აქტივში 5 საგოლე პასიც მიითვალა.