"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მოთამაშემ, რიო ფერდინანდმა "ევერტონის" ინგლისელ მცველს, ჯონ სტოუნს ურჩია, რომ დაბლოკოს "ჩელსის" წინადადება და "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდეს.
ზაფხულის დასაწყისში "ჩელსიმ" ორჯერ სცადა სტოუნდის გადაბირება, თუმცა 21 წლის მცველმა ორივე შეთავაზება დაბლოკა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები მესამე, გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებენ, საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო.
ფერდინანდის თქმით, სტოუნსი ვან გაალის გუნდში უნდა გადაბარგდეს, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ექნება.
"თუ ის აირჩევს "იუნაიტედს", ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში, ეს იქნება კლუბი, სადაც ჯონი განვითარდება, მაგრამ თუ "ჩელსიში" გადავა, ის არ იქნება ყოველ კვირას მოედანზე.
ახლა ჯონი იმ ეტაპზეა, როდესაც ყოველი მატჩის ჩატარებას საჭიროებს. ჩემი აზრით, მხოლოდ გიჟი ურჩევს ახალგაზრდა ფეხბურთელს, დატოვოს თავისი კლუბი და სათადარიგოთა სკამისთვის სხვა კლუბში გადავიდეს." - განაცხადა რიომ BTsport-თან ინტერვიუში.