როგორც Mirror იტყობინება, მას შემდეგ, რაც რამოსის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარუმატებელი გამოდგა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მზად არის, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი საკუთარ შემადგენლობაში იხილოს.
მადრიდული კლუბი რამოსის სანაცვლოდ £64 მილიონს ითხოვდა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ £30 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს.
ამჟამად "იუნაიტედმა" თვალი 32 წლის პეპეს დაადგა, რომელიც შესაძლოა, კლუბის მეექვსე შენაძენი გახდეს და დაცვის ცენტრალური ნაწილი გააძლიეროს. გარდა ამისა, კლუბმა ბეილის მიმართ ინტერესი განაახლა, რომლის შეძენაც მანჩესტერელებს £95 მილიონად შეეძლებათ.