"ევეტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დანკან ფერგიუსონმა მადლობა გადაუხადა უეინ რუნის იმის გამო, რომ ის დასთანხმდა მის გამოსამშიდობებელ მატჩი მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც 2 აგვისტოს "გუდისონ პარკზე" გაიმართა.
"უეინმა უკვე დიდი ხანია დატოვა "ევერტონი", მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ჩვენგანია და დარწმუნებული ვარ, რომ რუნი კვლავაც უყვარს ლივერპულელ გულშემატკივარს.
როცა ვფიქრობდი, თუ ვის უნდა მიეღო მონაწილეობა ამ მატჩში, უეინი პირველი მათგანი იყო.
ალბათ, ჩვენ უფრო დავშორდით ერთმანეთს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან ჩვენი საფეხბურთო გზები სხვადასხვა მხარეს წავიდა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ კვლავ მომიწია მის გვერდით თამაში.
მე ვითამაშე უეინთან მაშინ, როცა მისი დებიუტი შედგა "ევერტონის" რიგებში. მას ყოველთვის სხვადასხვა რჩევებს ვაძლევდი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაოდენ გაკვირვებული ვიყავი, როცა ეს ბიჭი სამ კვირაში ძირითადი გუნდის წევრი გახდა და რჩევებს სხვა მოთამაშეებს აძლევდა." - განაცხადა ფერგიუსონმა