"ბაიერნის" თავკაცი ყოფილ შეგირდზე საუბრობს.
მიუნხენის "ბაიერნისა" და "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ "იუნაიტედის" ესპანელი სამიზნე ნებისმიერ კლუბს დიდ წარმატებას მოუტანს.
იმის გათვალისწინებით, რომ დი მარია კლუბს სულ მალე დატოვებს, ვან გაალი მისი შემცვლელის ძიებაშია, საუკეთესო ვარიანტად კი პედრო ითვლება, რომლის "კამპ ნოუდან" "ოცნებების თეატრში" გადმოყვანა კლუბს, სავარაუდოდ, £22 მილიონი დაუჯდება.
გვარდიოლა თავისი კლუბის პრეს-კონფერენციაზე პედროს ტრანსფერსაც შეეხო და განაცხადა, რომ იმ შემთვევაში, თუ მისი ყოფილი შეგირდი ინგლისში გადაბარგდება, მას პრემიერ ლიგაში ადაპტაცია არ გაუჭირდება.
"რამდენიმე ჭორს მოვკარი ყური, მაგრამ არ ვიცი, რა სიტუაციაა. "ბარსელონას'' მწვრთნელი რომ ვიყო, მეტს გეტყოდით. არ ღირს დავა მის შესაძლებლობებზე, ის ხომ ევროპის ჩემპიონია ნაკრებთან ერთად და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბთან ერთად. მას ყველაფერი აქვს მოგებული."
"როდესაც შენ ამდენი მატჩი გაქვს ნათამაშები "ბარსასთან" ერთად, შეგიძლია მსოფლიოს სხვა ნებისმიერ კლუბშიც ითამაშო. გარდა ამისა, მას მრავალ პოზიციაზე თამაში შეუძლია. მე ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ის დიდებული ადამიანი და დიდებული მოთამაშეა."ვან გაალი თვლის, რომ მიუხედავად მემფის დეპაის კლუბში მოსვლისა, კლუბს კიდევ სჭირდება შეტევითი პოტენციალის გაძლიერება. პედრო კი, რომელმაც კლუბში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად 11 გატანილი ბურთით დაეხმარა კლუბს, სავარაუდოდ, "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.
წყარო:
espn.co.uk