როგორც მოგეხსენებათ, 1 აგვისტოს "იუნიატედისა" და "ადიდასის" ხელშეკრულება ძალაში შევიდა და მესამე დღეა, წითელი ეშმაკუნები მსოფლიო აუდიტორიას ახალი მაისურებით თავს აწონებენ. უამრავი შეფასება გაკეთდა ამ თემასთნ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ფანების ნაწილს არ მოსწონს, მაგრამ "ადიდასმა" მოლოდინები მართლაც, რომ დაამსხვია.
ცალკე განხილვის თემა გამოიწვია "იუნაიტედის" მაისურის დიზაინმა, რომელიც სპეციალურად მანდილოსნებისთვისაა შემქნილი. სურათზე კარგად ჩანს, რომ მაისურს ამოღებული მკერდი აქვს და ერთი შეხედვით ჩანს რომ, ეს მხოლოდ მანდილოსანისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული ფაქტი არ მოეწონა ფემინისტების გარკვეულ ნაწილს, რომელნიც "ადიდას" სექსიმში (სექსიზმი - სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკა.) სდებს ბრალს.
ერთ-ერთი გულშემატვივარი საკუთარ Twitter-ზე წერს: ""ადიდას", ხუმბობთ? რატომ არის ქალისთვის განკუთვნილ მაისურზე V გაცილებით ქვემოთ, ვიდრე მამაკაცის მაისურზე? ზოგ ჩვენთანგას სულაც არ გვინდა, რომ დეკოლტე გამოგვიჩნდეს."
"მე ვიყიდე ის და ძალიან მომეწონა! თუ შენ ქალის მაისური არ მოგწონს, მამაკაცის იყიდე, ძალიან მარტივია." ამ კომენტარს აკეთებს რიგითი მანდილოსანი MEN-ის პოსტზე და 200 like-ით მამაკაცების მოწონებასაც იმსახურებს.
"თუ ქალის მაისური არ მოგწონს, იყიდე მამაკაცის და პრობლემაც მოგვარდება."
"ძალიან მომწონს ქალის მაისური! აღვიშნოთ ჩვენი განსაკუთრებულობა!"
მსგავსი შინაარსის კომენტარები გავრცელდა ინტერნეტ სივრცეშიც. სარა პენმანი კი ასაბუთებს: "სექსიზმი? ეს არის მაისური ქალბატონებისთვის. სწორედ ამაში უნდა დავინახოთ პოზიტივი მანდილოსნებმა. სწორედაც, რომ ამოღებული ნაწილი ხდის მაისურს ქალურს. ყველა ქალს არ სურს, რომ მამაკაცივით ეცვას. ეს შენი არჩევანია და ამისთვის მადლობელიც უნდა იყო."