The Times-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, რაფაელ და სილვა კვირის ბოლოს "ლიონის" ფეხბურთელი გახდება. ამ კვირაში 25 წლის ბრაზილიელი ფრანგულ კლუბში შემოწმებას გაივლის და 4 წლიან კონტრაქტს ხელს მოაწერს . სატრანსფერო ღირებულება კი 2.1 მილიონი ფუნტია.
ჭორები რაფაელის ტრანსფერზე გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა თავისი ტრანსფერი ირიბად დაადასტურა.
რაფაელის სოციალურ ქსელზე "იუნაიტედის" ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს: ყველაფერი კარგადაა, რაფა! სირცხვილია, რომ ჩვენი აღზრდილები მოთამაშეები კლუბს ტოვებენ. რაფა, გახსოვდეს, რომ შენ ხარ "ლეგენდა", წარმატებას გისურვებ." - ამ კომენტარს კი რაფაელი გამოეხმაურა: "დიდი მადლობა, ჩემო მეგობარო."
რაფაელი, რომლის კონტრაქტი მომავალ წელს იწურება, შეიძლება გახდეს რიგით მეექვსე მოთამაშე, რომლებიც მიმდინარე ზაფხულს "ოლდ ტრაფორდს" გამოემშვიდობებიან. ამ ეტაპზე კლუბი დატოვეს რობინ ვან პერსიმ, რადამელ ფალაკომ, ლუის ნანიმ და ტომ ქლევერლიმ, ხოლო კვირის ბოლოს "პსჟ"-ში დი მარიას ტრანსფერი დადასტურდება.