DailyMail-თან მიცემულ ინტერვიუში გარი ნევილმა პრემიერ ლიგაში მისთვის საუკეთესო და ყველაზე უსიამოვნო მომენტები გაიხსენა.
"ცხადია, ჩემში საუკეთესო მოგონებად სტივ ბრიუსის გატანილი გოლია "შეფილდ იუნაიტედის" კარში. ეს მომენტი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რადგან მაშინ "იუნაიტედმა" შეძლო და მოიგო პრემიერ ლიგა 26 წლიანი შესვენების შემდეგ."
ყველაზე უსიამოვნო - სერხიო აგუეროს გოლი ბოლო წუთზე, რამაც "იუნაიტედს" ტიტული დააკარგვინა. მე ვიყავი "ეტიჰადზე" და ჩემ გარშემო მყოფი გულშემატკივრის სიხარულს ვხედავდი. ჩემთვის ეს ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში.
გარი ასევე შეეხო რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერს, რომელიც "მანჩესტერ სიტის" 50მილიონ ფუნტად შეუერთდა.
მე თუ მკითხავთ, არსებობს თუ არა ფეხბურთელი, რომელიც 50 მილიონი ფუნტი ღირს, მაშინ ვიტყვი, რომ არ არსებობს, მაგრამ ახლანდელი სატრანსფერო ფასები ჭკუიდან შლის საფეხბურთო სამყაროს. არავინ ჩივის, რადგან მსგავსი რამ ბეისბოლში, კალათბურთში, ჩოგბურთსა და გოლფშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ალბათ, ფეხბურთზე ეს უარყოფით რეაქციას იწვევს, რადგან ეს სპორტი ნელ-ნელა ბიზნეს-სამსახურს ემსგავსება."