თბილისი:
მანჩესტერი:
2-08-2015, 20:38
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 8
პერეირა:"ვამაყობ, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ"
ანდრეას პერეირას ინტერვიუ.
პერეირა:
ახალგაზრდა ბრაზილიელმა შემტევმა, ანდრეას პერეირამ წინასასეზონო ტურნეს დროს გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს Facebook-ის საშუალებით უპასუხა.

როგორი გრძნობაა, როდესაც ასეთი დიდი კლუბის ნაწილი ხართ?

სიმართლე გითხრათ, ვამაყობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. ყოველ ჯერზე წითელი ფორმის ჩაცმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ თამაშით ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყოველ მატჩში ვხვდები, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. რა თქმა უნდა, არსებობს ზეწოლა, რადგან გულშემატკივრებს მუდმივად გამარჯვება სურთ, ეს კი "იუნაიტედში" ნორმალურია.

ვინ არის კლუბში თქვენი საუკეთესო მეგობარი?

უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ადნანი და მარუანი კი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრები არიან, ასევე მემფისიც. ყველა ერთმანეთს კარგად იღებს და შესანიშნავია, როდესაც ამ ოჯახის ნაწილი ხარ.

რა სახის მუსიკას უსმენთ გასახდელში?

დიდი მადლობა შეკითხვისთვის. გასახდელში DJ ეშლი იანგია, ასე რომ ის ყველაფერზეა პასუხისმგებელი. რაც შეეხება ჩემს ყურსასმენებს, მე ბრაზიულიური სიმღერების მოსმენა მიყვარს.

ეშლი იანგი კარგი DJ-ია?

მე ძალიან ფრთხილი ვიქნები! კარგია, როდესაც ეშლი ასეთ ძალისხმევას იღებს. მთელი გუნდის გაბედნიერება ძალიან რთულია, მაგრამ თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი არის -დიახ.

"იუნაიტედის" მაისურით თამაშისას რომელ მომენტს გამოარჩევდით?

ეს გასულ კვირას მოხდა, როდესაც "სან ხოსეს" კარში გოლის გატანა მოვახერხე. ეს იყო დიდი გრძნობა და ჯერჯერობით, ალბათ, ყველაზე საუკეთესო მომენტი.

მომავალ სეზონში მიზნების მისაღწევად რას ეცდებით?

ახლა მხოლოდ მინდა ჩემი ფორმა შევინარჩუნო და მწვრთნელზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოვახდინო. მსურს მეტი მატჩი ჩავატარო და "იუნაიტედის" მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე.

რას გრძნობდით, როდესაც "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე გამოდიოდით?

ეს ფანტასტიკური იყო! ისეთი დიდი კლუბების წინააღმდეგ თამაშს, როგორიც "ბარსელონაა" მოუთმენლად ველი. მახსოვს, როცა ბურთს ვაკონტროლებდი, შემდეგ კი გატანა მოვახერხეთ. მესმის, რომ ეს წინასასეზონო ტურნე იყო, თუმცა გამარჯვებას ნდობა მოაქვს.

ვინ არის გუნდში ყველაზე სწრაფი?

ამაზე ამჟამად ყველა საუბრობს. კრის სმოლინგი თვლის, რომ გუნდში ყველაზე სწრაფია, თუმცა ამაში მე დარწმუნებული არ ვარ. მართალი გითხრათ, მგონია, რომ ყველაზე სწრაფი ანტონიო ვალენსიაა. შესაძლოა, კრისმა დისტანცია ძალიან მოკლე დროში დაფაროს, რადგან მას გრძელი ფეხები აქვს, თუმცა ჩემთვის უსწრაფესი მაინც ანტონიოა.

ფეხბურთის შემდეგ რომელი სპორტის სახეობა გიზიდავთ?

კალათბურთს ძალიან ხშირად ვუყურებ და ფუტსალთან ერთად ძალიან მომწონს. ბრაზილიაში ეს ძალიან პოპულარული სპორტია.

რას ფიქრობთ მოედანზე შესვლისას, როდესაც გულშემატკივრები მხურვალედ გქომაგობენ?

ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც მოედანზე შედიხარ. მე მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოზე და გოლების გატანაზე ვფიქრობ. ასევე ხშირად ვფიქრობ მწვრთნელის მიერ მოცემულ მითითებებსა და ინსტრუქციებზე. უბრალოდ ამაზე ფოკუსირებას ვცდილობ.

რას გრძნობდით სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ?

"სან ხოსეს" კარში გატანილი გოლის შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული მომენტი იყო, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ თავით გოლი არასდროს გამიტანია.

ბავშვობაში რომელ ფეხბრუთელს აკვირდებოდით ყველაზე ხშირად და რატომ?

ბავშვობაში ყველაზე ხშირად კაკას მატჩებს ვუყურებდი. ის იყო ძლიერი, სწრაფი, მაღალი კლასის მქონე ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

წარმოიდგინეთ, რომ "იუნაიტედის" მწვრთნელი ხართ... მიმდინარეობს დამატებული წუთი, თქვენი გუნდი კი მატჩს "ხატავს", ამ დროს კი 25 იარდიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. რომელ მოთამაშეს დაავალდებით დარტყმას?

ძალიან კარგი შეკითხვაა. პასუხი კი იქნება ანდრეას პერეირა! ასეთი სიტუაციიდან გოლების გატანა კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, ეს ადამიანი რუნი იქნება. ის ჯარიმებში ფანტასტიკურია.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Beck7
2 აგვისტო 2015 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მაგარიძმაა <3 დიდ იმედებს ვამყარებ ანდრეასზე <3
0
№2
ავტორი: GeorgeBest
2 აგვისტო 2015 20:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარი კაცია love ყოველი ინტერვიუს დროს იმეორებს რომ უყვარს აქ ყოფნა და ამაყობს ამით. იმედია ყალბი სიტყვები არაა ესეც

ისე რუნი კარგია ჯარიმებში მარა მალე ეს და მემფისი შეეცილებიან. პერეირას ყველაზე კარგად გამოსდის შორეული დარტყმები და ჯარიმებშიც ძალიან კარგია

სმოლინგს კიდე ნუ ტენიან სისწრაფეს, ვალენსიას ერთადერთი რაღაც აქვს და მაგასაც ართმევენ არასწორები wink
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
2 აგვისტო 2015 22:21
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართლა მაგარი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს. ვანგაალმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამას და ლინგარდს და უნდა ათამაშოს რაა, არანაირი იჯარა
0
№4
ავტორი: Blind
2 აგვისტო 2015 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რა საყვარელიაა :დდ ეშლიზე კარგად ვიცინეეე , მაინც არ შეაქოო ;დდდ
0
№5
ავტორი: Mufc7
2 აგვისტო 2015 22:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ნიჭიერი ახალგაზრდა, კარგი იუმპრის გრძნობით love ძალიან კარგი რესპოდენტი იყო, ვისიამოვნე პასუხებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: UTD FAN GEORGIA
2 აგვისტო 2015 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
pereiraa magari xar
0
№7
ავტორი: Berba 9
3 აგვისტო 2015 14:03
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაი ბიჭია, ჯიგარი ბიჭია, გულიანი ბიჭია ))) wink

მეტი დრო ჭირდება პერეირას, მეტი ნდობა და ძალიან მაგარი დადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: RedTeen
3 აგვისტო 2015 15:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მიყვარს ეს ბიჭი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top