ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პედრო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას დათანხმდა. ამის შესახებ გუშინ რადიოსადგურ Cadena Ser-ს პირდაპირ ეთერში "სან ისიდროს" (პედროს პირველი კლუბი) პრეზიდენტმა, ხაიმე ლორენსომ ისაუბრა.
"იგი ჩვენს საფეხბურთო სკოლაში სამუშაოდ რამდენიმე კვირის წინ მოვიდა. მისმა ყველა მეგობარმაა ძალიან კარგად ვიცით, რომ ის კატალონიას ტოვებს.
რამდენიმე დღის წინ მის დედას ავეჯის მაღაზიაში შევხვდი და მან განაცხადა, რომ მისი ვაჟი ინგლისში წავიდა. ვფიქრობ, ეს მისთვის დიდი გამოცდა იქნება და იგი მეტ სათამაშო დროს მიიღებს,"
იმ შემთხვევაში, თუ ესპანელის ტრანსფერი "ოლდ ტრაფორდზე" შედგება, კომპენსაციიდან, რომელიც 22 მლნ. ფუნტის ტოლია "სან ისიდრო" 315 ათას ფუნტს მიიღებს.