იანგი თვლის, რომ მთავარი როლი ამ მატჩის მოგებაში კარგმა დაცვამ ითამაშა.ინგლისელმა ვინგერმა შექმნა პირველი გოლის მომენტი, ასევე არაერთხელ აანერვიულა ბენ ფოსტერი და ბრომვიჩის ფანები.მაგრამ ეშლიმ კომენტარი არა შეტევის კარგ თამაშზე, არამედ კარგ დაცვაზე გააკეთა.
”როდესაც მთელი გუნდი შეტევაშია ჩართული, გეუფლება არასასიამოვნო გრძნობა და გგონია, რომ მალე გოლს გაუშვებ.თამაში იყო თანაბარი, მაგრამ როდესაც რობინ ვან პერსიმ მეორე გოლი შეაგდო ცხადი გახდა, რომ ”ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელებს აღარ შეეძლოთ მატჩის მათვის სასიკეთოდ შემოტრიალება.ჩვენმა დაცვამ დღეს შესანიშნავად ითამაშა.ჩვენი მცველები კარგად მოქმედებდნენ.ის რომ დღეს ჩვენ გოლი არ გავუშვით, ეს შესანიშნავია.დაცვის თამაში იმსახურებს აპლოდისმენტებს.ჩვენ არ გვინდოდა ისეთივე დრამატული მატჩი გამოგვსვლოდა, როგორც ”ნიუკასლმა”.მენეჯერმა გვთხოვა თამაში თავიდანვე აქტიურად დაგვეწყო, რასაც საბოლოოდ კარგი შედეგი მოყვა.”
”თვალსაჩინოა, რომ მე მინდა გავიტანო გოლი ამ სეზონში, რაც ჯერ არ გამომდის.მე ვეცდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბურთი რაც შეიძება მალე გავიტანო.მე გამახსენეს, რომ წინა ჩემპიონატის პირველ ტურში მატჩში ”ვესტ ბრომთან” ასეთივე გოლი გავიდა- ჩემი ჩაწოდებული მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა.მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ბურთი არ გავუშვით.მე ვერ შევძელი გატანა, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მაინც ავიღეთ.ბენ ფოსტერმა კი შესანიშნავად ითამაშა, ის კარგი გოლკიპერია.”