ბრაზილიელი მცველი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, "პალმეირასის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჟოაო პედრო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე £2.8 მილიონად შეიძინოს – იტყობინება Goal.
დღესდღეობით 18 წლის ბრაზილიელი ერთ–ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მარჯვენა მცველად ითვლება მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მან მაღალ დონეზე მხოლოდ 17 მატჩის ჩატარება შეძლო, მაინც მოახერხა 1 ბურთის გატანა და მეტოქისთვის ბურთის 28–ჯერ ართმევა, რაც ნამდვილად აღსანიშნავია.
პოზიციაზე, რომელზეც პედრო ასპარეზობს, "იუნაიტედს" ორი ფეხბურთელი ჰყავს, ანტონიო ვალენსიასა და მატეო დარმიანის სახით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბრაზილიელს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა, ან მისით რეზერვები გაძლიერდებიან.
პედრო ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლავთ პერეირასთან ერთად, რომელიც ახალ ზელანდიაში გამართულ ჩემპიონატზე, ფინალში სერბეთთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგება, პედრო "იუნაიტედის" რიგით მეექვსე შენაძენი იქნება მიმდინარე ზაფხულს.
squawka.com